როგორ აღნიშნავენ დამდეგ ახალ წელს საქართველოს უნივერსიტეტები – NEW YEAR PARTY 2020

აქტუალური

ახალი წელი ბევრისთვის საყვარელი დღესასწაულია და თითოეული ადამიანი ცდილობს განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნოს ის.  გადატვირთული სასწავლო თუ სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, გამონაკლისს არც უნივერსიტეტები წარმოადგენენ. სტუდენტებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე უნივერსიტეტების თვითმმართველობა და ადმინისტრაციული აპარატი ზრუნავს.

გთავაზობთ 2020 წლის შესახვედრად სხვადასხვა უნივერსიტეტის/თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ საახალწლო წვეულებებსა თუ ღონისძიებებს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის იურიდიულ და ცენტრალური კულტურის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაიწყეს საახალწლო განწყობის შემქნა სტუდენტებისთვის. პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა ღონისძიება “Christmas at Tsu”, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფი Bedford Falls, ანრი გუჩმანიძე, მარიამ გოგიბერიძე და გიორგი ფუტკარაძე. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა დახმარების გაწევას ორი წლის ანიტა ფაცაციასთვის, რომელსაც გულზე უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათი აქვს.

გარდა ამისა, საახალწლო განწყობა შექმნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თვითმმართველობამაც ღონისძიებაზე ,,საშობაო ქრონიკები/ The Christmas Chronicles”, რომელიც 17 დეკემბერს გაიმართა. საშობაო ფილმის გარდა, საახალწლო კინოჩვენებაზე სტუდენტებს მრავალფეროვანი საშობაო დეკორაციები, განათებები სამახსოვრო ფოტოებისთვის და ტკბილეული დახვდათ.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საახალწლო ღონისძიება 24 დეკემბერს 21:00-ზე გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ჯგუფები: LookOut, MokuMoku და M0narch. ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ პირადობის მოწმობით იქნება შესაძლებელი.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ დამდეგი შობა ახალ წელი 27 დეკემბერს 18:00 საათიდან იზეიმონ. წელს ღონისძიების თემატიკა რეტრო სტილი და ცეკვები იქნება. უნივერსიტეტის RETRO PARTY-ს საახალწლო წვეულება უნივერსიტეტის შენობაში გაიმართება.

ორიგინალურად აღნიშნავენ ახალ წელს ალმა მატერში. სტუდენტური გაერთიანება ალმა მატერის მიერ ორგანიზებული წვეულება 26 დეკემბერს 19:00 საათზე DOORS-შია დაგეგმილი. საახალწლო ღონისძიების თემატიკა იქნება: ONCE UPON A TIME. სტუდენტების განწყობაზე იზრუნებს THE FIVE და საღამოს გრანდიოზულად დაასრულებს DJ. კლასიკური დრეს კოდის ფონზე, აუცილებელია სტუდენტები ატარებდნენ ნიღბებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ადმინისტრაცია საახალწლო წვეულებაზე 24 დეკემბერს, 17:00 საათზე იწვევს. ღონისძიება გაიმართება აწსუ-ს ღია სივრცეში, ჩატარდება სახალისო თამაშები. გაიმართება ასევე სტუდენტთა და თანამშრომელთა ნამუშევრების საახალწლო-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. დაუკრავს დიჯეი ZAPA.

ქუთაისის უნივერსიტეტი წინასაახალწლოდ დაგეგმილ გრანდიოზული ღონისძიება ჯგუფ LOUDSPEAKER-ის მონაწილეობით, გაუქმდა. უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მეგობრებსა და საზოგადოების თითოეულ წევრს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ისინი იღებენ თავიანთ წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და სწავლის გადასახადს უნახევრებენ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, რომლებსაც 2 წელზე მეტია შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.

ამავე მოტივით საახალწლო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს შავი ზღვის საერთაშორიო უნივერსიტეტშიც. სტუდენტური ინიციატივით გაიმართება საქველმოქმედო აქტივობა, შეგროვდება ტანსაცმელი და სათამაშოები. შეგროვებული ნივთები გადაეცემათ შეჭირვებულ ადამიანებს.

28 დეკემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო WYNDHAM-ში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება ,,New Year Party“ მხოლოდ ბსუ-ის სტუდენტებისათვის; წვეულებაში მონაწილეობენ: ბსუ-ის ,,ჯაზ ბიგ-ბენდი“, ჯგუფი – ,,High Five“ და DJ. რეგისტრაციის პროცედურა სტუდენტებისთვის უკვე დაწყებულია.

27 დეკემბერს 14:00 საათზე კი გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება საახალწლო კონცერტი. სპეციალური მოწვეული სტუმარია პროექტ “საქართველოს ვარსკვლალვის” ფინალისტი თამარ კაკალაშვილი. დასწრება თავისუფალია.

ავტორი: გვანცა დევიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები