სტუდენტური კონკურსი მონაცემთა ვიზუალიზაციაში

კონკურსები

თუ ხარ სტუდენტი და გაინტერესებს აუდიტორიისთვის ინფორმაციის განსხვავებულად, კრეატიულად მიწოდება, მაშინ ეს კონკურსი შენთვის არის:

კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise აცხადებს სტუდენტურ კონკურსს მონაცემთა ვიზუალიზაციაში.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

კონკურსის მოთხოვნები:

კონკურსანტმა Gnomon Wise-ის ანალიტიკურ და პოლიტიკის დოკუმენტებზე უნდა გამოიყენოს მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკები და დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია ფართო აუდიტორიისთვის ვიზუალურად საინტერესო და აღქმად პროდუქტად გადააქციოს.

Gnomon Wise-ის შემუშავებული ორი დოკუმენტიდან:

კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი და მონაცემთა ვიზუალიზაციის გზით, გადმოსცეს დოკუმენტის მთავარი სათქმელი.

  • საკონკურსო ნამუშევარი შეიძლება იყოს პოსტერი, ინფოგრაფიკა, გიფოგრაფიკა, ვიდეო, ანიმაცია და ა.შ. (მონაცემთა ვიზუალიზაციის ნებისმიერი პროდუქტ(ებ)ი, ავტორის გემოვნების მიხედვით. მთავარი პირობაა, რომ ნამუშევარი წარმოაჩენდეს შერჩეული დოკუმენტის შინაარსს).
  • პროდუქტი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
  • ერთ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს რამდენიმე მასალა.
  • კონკურსისთვის მომზადებული მასალა უნდა ეკუთვნოდეს უშუალოდ მონაწილეს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, მონაწილე კონკურსიდან მოიხსნება.
  • არ მიიღება უკვე გამოქვეყნებული ნამუშევარი.
  • Gnomon Wise არ გამოიყენებს იმ პროდუქტს, რომელიც ვერ მოხვდება საპრიზო ადგილზე. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდგომ, ავტორს ექნება უფლება სურვილისამებრ გამოიყენოს ნამუშევარი.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს.

პრიზები:

I ადგილი – 500 ლარი
II ადგილი – 300 ლარი

საპრიზო ადგილის მქონე ნამუშევარი გამოქვეყნდება Gnomon Wise-ის ვებ (gnomonwise.org) და სოციალურ გვერდებზე (fb.com/gnomonwise).

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევარი გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gnomonwise.org და სათაურის ველში მიუთითეთ: “კონკურსი მონაცემთა ვიზუალიზაციაში”. მასალას თან უნდა ერთვოდეს მონაწილის მცირე რეზიუმე (საკონტაქტო ინფორმაცია, უნივერსიტეტი/კოლეჯი, მიმართულება, საქმიანობა).

Gnomon Wise იტოვებს უფლებას, შესაბამისი ნამუშევრების ვერ მიღების შემთხვევაში, არ შეარჩიოს არც ერთი მათგანი.

ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 იანვარი.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

info@gnomonwise.org
ტელ: +995 322 55 22 22 (325)
მობ: +995 555 92 05 49
ელ-ფოსტა: info@gnomonwise.org
სოციალური ქსელი: fb.com/gnomonwise

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები