Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სინამდვილეში რას აკეთებენ კარგი მსმენელები?

სინამდვილეში რას აკეთებენ კარგი მსმენელები?
January 06
10:14 2020

მოსმენა რომ დიდი ნიჭია, ბევრი აღიარებს, მაგრამ რატომღაც, ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ კარგი მსმენელები ამ სამ რაღაცას აკეთებენ: არ საუბრობენ, სანამ სხვა ლაპარაკობს, ჟესტებითა და მიმიკით აგრძნობინებენ, რომ უსმენენ და შეუძლიათ გაიმეორონ ტექსტი, რომელიც თანამოსაუბრემ თქვა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მსმენელი ჩუმად უნდა გეჯდეთ და თავს გიქნევდეთ ყოველ ნათქვამ წინადადებაზე? თუკი ასე ფიქრობთ, იმედი უნდა გაგიცრუოთ – ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ კარგი მსმენელი სრულიად სხვანაირად იქცევა… კვლევაში მონაწილეობა 3,492-მა ცდისპირმა მიიღო. გიზიარებთ მკვლევარების რამდენიმე მიგნებას:

გულისყურით მოსმენა ჩუმად ყოფნაზე მეტია. პირიქით, ადამიანებს კარგ მსმენელებად ისინი მიაჩნიათ, ვინც პერიოდულად კითხვებს უსვამენ და შინაარსში ეძიებიან. ეს კითხვები მსუბუქადაა მიმართული არსებული მოსაზრების გადაფასებისკენ და სწორედ ამიტომაცაა კონსტრუქციული. ჩუმად ჯდომა და თანხმობის ნიშნად, თავის ქნევა, ვერ მიგიყვანთ ვერანაირ შედეგამდე. აი, კარგი კითხვა კი, უტყუარი მტკიცებულებაა, რომ მსმენელი ყურადღებით იღებს და ამუშავებს ინფორმაციას და უფრო მეტის გარკვევა სურს. მოსმენა უფრო ორმხრივი დიალოგია, ვიდრე დუმილი. საუკეთესო საუბრები აქტიურობას მოიცავს.

კარგი მოსმენა მოიცავს ინტერაქციას, რაც ადამიანის თვითშეფასებას აყალიბებს. საუკეთესო მსმენელებმა საუბარი პროდუქტიულ გამოცდილებად აქციეს, რაც პასიური მოსმენის შემთხვევაში შეუძლებელია. კარგი მსმენელი მოსაუბრეს მხარდაჭერას აგრძნობინებს და თავდაჯერებულობის გამომუშავებაში ეხმარება.

ესაა ერთობლივი საუბარი. ამ ურთიერთქმედებაში უკუკავშირი ორმხრივია და არცერთს უწევს თავდაცვითი პოზიციიდან საუბარი. პირიქით, ცუდი მსმენელები უფრო არიან კამათისკენ მიდრეკილი, ისინი აფიქსირებენ შეცდომებს მსჯელობაში ან ლოგიკაში და თავიანთ დუმილს პასუხის მომზადებაში ხარჯავენ. კარგი მსმენელიც შეიძლება არ დაეთანხმოს რაიმე მოსაზრებაში, მაგრამ ის მიმართულია დახმარებისკენ და არა თანამოსაუბრის დამარცხებისკენ.

კარგ მსმენელებს შეთავაზებები სჩვევიათ. კარგი მოსმენა უკუკავშირს რომ გულისხმობს, ამაზე შევთანხმდით და შემდეგი ეტაპი ისაა, რომ შესაძლოა, მან გამოსავალიც კი შემოგთავაზოთ. ამ მიგნებამ მკვლევრებიც გაარკვია, რადგან შეიძლება ეს ვინმეს თავიდან მოსაშორებლად ნათქვამი ეგონოს.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

არსებობს მოსმენის რამდენიმე დონე. ყველა საუბარი მოსმენის უმაღლეს დონეს არ მოითხოვს, მაგრამ ყურადღების კონცენტრაციითა და მოსმენის უნარით, ორივე მოგებული დარჩებით. დაფიქრდით, რა დონეზე ისურვებდით მოსმენას?

#1: მსმენელი ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც შეიძლება განიხილებოდეს რთული, მძიმე და ემოციური საკითხები.

#2: მსმენელი საუბრის დროს არ იყენებს ტელეფონსა და ლეპტოპს. ფოკუსირებულია სხვა ადამიანზე და შესაბამის თვალით კონტაქტზე.

#3: მსმენელი ცდილობს გაიგოს, რას საუბრობთ. ისინი აკვირდებიან იდეებს, სვამენ კითხვებს და პრობლემის ფორმულირებასა და გამოსწორებაში გეხმარებიან.

#4: მსმენელი აკვირდება არავერბალურ ნიშნებს – სახის გამომეტყველებას, ოფლის გამოყოფას, სუნთქვის სიხშირეს, ჟესტებს, ჯდომის მანერას და სხვა წვრილმანებს. და ეს იმიტომ, რომ ჩვენ მიერ გადაცემული ინფორმაციის 80% არავერბალურია.

#5: მსმენელს ესმის თქვენი ემოციებისა და გრძნობების და აცნობიერებს მათ, ყოველგვარი განსჯის გარეშე.

#6 მსმენელი სვამს კითხვას, რომელიც ნათელს ჰფენს თქვენს ვარაუდებს და ეხმარება მათ პრობლემის ახლებურად დანახვაში.

ყოველი მომდევნო დონე წინაზეა აშენებული. ამდენად, სანამ თანამოსაუბრეს მოძებნიდეთ, ჯერ გაარკვიეთ, როგორი ადამიანი გსურთ მსმენელად და როგორ გსურთ, რომ მოგისმინონ.

წყარო: marketer.ge

259 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2020
M T W T F S S
« Dec    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031