Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ანალიტიკური სტატიების კონკურსი

ანალიტიკური სტატიების კონკურსი
January 14
15:21 2020

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იწყებს ავტორთა შერჩევას, რომლებიც მოამზადებენ ანალიტიკურ სტატიებს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ აქტუალურ და კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. სტატიების მომზადების მიზანია, გაძლიერდეს არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა სასამართლო სისტემის შესახებ, ასევე მიმდინარე დისკუსიებში მყარად გამოიკვეთოს უფლებრივი განზომილებები და პერსპექტივები, გაჩნდეს ახალი ორიენტირები მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმირებისთვის. მომზადებული სტატიები გაერთიანდება და გამოიცემა ონლაინ კრებულში, რომლის პრეზენტაციაც 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, საჯარო პოლიტიკასა და ადვოკატირებაში ჩართულ პირებს, სამოქალაქო აქტივისტებს, პრაქტიკოს იურისტებს.

ნაშრომის თემატიკა უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილი აქტუალური საკითხებიდან ერთ-ერთს:

  • მოწყვლადი/მარგინალიზებული ჯგუფების ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების სისტემაზე – სასამართლოს სენსიტიზაციის პრობლემები;
  • გარემოს დაცვა და სასამართლო;
  • მართლმსაჯულება და მედია.

ავტორი თავად არჩევს დასახელებული თემატიკიდან ერთ-ერთს და დამოუკიდებლად განსაზღვრავს ნაშრომში განსახილველი საკითხის კონკრეტულ მიმართულებას.

დაინტერესებულმა პირებმა, 2020 წლის 31 იანვრამდე უნდა შეავსონ მითითებული სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადების გადარჩევის შემდეგ, EMC-ის მიერ შერჩეულმა ავტორებმა, 2020 წლის 25 თებერვლამდე უნდა მოამზადონ სტატია, ორგანიზაციასთან წინასწარ შეთანხმებული აბსტრაქტისა და თემატიკის მიხედვით.

სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ენაზე. ნაშრომი არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული სხვა ონლაინ ან ბეჭდურ გამოცემაში.

ავტორთა შერჩევისას EMC იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • განმცხადებლის გამოცდილება (წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით);
  • განმცხადებლის მიერ შერჩეული საკითხის აქტუალობა;
  • განმცხადებლის მიერ შერჩეული საკითხი უნდა იძლეოდეს მის გარშემო ახალი დისკუსიების წამოწყების შესაძლებლობას.
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს 8-10 გვერდი (font: sylfaen, ძირითადი ტექსტის ზომა: 12, სქოლიოს ზომა: 10, ხაზებს შორის დაშორება: 1,15).

კონკურსის ფარგლებში შერჩეული სტატიების ავტორები, ჰონორარის სახით, მიიღებენ 500 ლარს.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” პარტნიორ ორგანიზაციებთან, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC)” და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში შექმნილი მასალის შინაარსზე სრულად არის პასუხისმგებელი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

129 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2020
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031