Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რა გვჭირდება იმისთვის, რომ კარგი პრეზენტაცია გავაკეთოთ?

რა გვჭირდება იმისთვის, რომ კარგი პრეზენტაცია გავაკეთოთ?
January 18
10:10 2020

რამდენჯერ გქონიათ ამგვარი მომენტი – სხედხართ ტრენინგზე ან სულაც საჯარო ლექციაზე და იმდენად მოგწონთ გამომსვლელის თხრობა, მისი თავდაჯერებულობა, ყოველგვარი აღელვების გარეშე რაიმე ამბის ახსნა, რომ ფიქრობთ, როგორ გამოსდის გამომსვლელს ასე კარგად ეს ყველაფერი.. კარგი პრეზენტაციის ასაწყობად და შემდეგ ამ პრეზენტაციის მოსაყოლად მრავალნაირი ტექნიკა არსებობს. თუმცა, არსებობს რამდენიმე პუნქტი, რომელთა გათვალისწინებითაც დიდი ალბათობით სასურველ შედეგამდე მიხვალთ.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

და მაინც, რა გვჭირდება იმისთვის, რომ კარგი პრეზენტაცია გავაკეთოთ?

კარგი პრეზენტატორები ნაკლებ სლაიდებს იყენებენ

ნუ გეგონებათ, რომ მეტ სლაიდს გაუშვებთ ეკრანზე, მით მეტად ეფექტური იქნება თქვენი პრეზენტაცია. ხშირად ისე ხდება, რომ “ცოტა” უფრო ხარისხიანია, ვიდრე “ბევრი”. ბევრი სლაიდი მსმენელს აბნევს და კონცენტრირებაში ხელს უშლის, ასევე ხელს გიშლით თქვენც, რადგანაც სულ იმაზე ხართ ორიენტირებული, ყველა სლაიდი მოასწროთ და აუდიტორიას აჩვენოთ. არაფრისმომცემი 20 სლაიდის მაგივრად, გირჩევნიათ, 2 გააკეთოთ და კარგი. ამგვარად დროსაც დაზოგავთ და უფრო ეფექტურადაც წარდგებით.

ასევე, არ იფიქროთ, რომ რაც მეტს ისაუბრებთ, უფრო მეტად ეფექტური იქნებით. ხშირად, ყველაზე კარგი გამოსვლები სულ რამდენიმე წუთს მოიცავს. მაგალითად, ჯონ კენედის საინაუგურაციო გამოსვლა სულ რაღაც 15 წუთს გაგრძელდა. ამ შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოთ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფრაზა: “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.”

კარგი პრეზენტატორები არ იყენებენ “ბულეთ ფოინთებს”

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ხშირად ვიყენებთ, რეალურად, “ბულეთ ფოინთები” ყველაზე არაეფექტური გზაა იმისთვის, რომ რაღაც საკითხის მოკლე და მნიშვნელოვანი შინაარსი წარმოვაჩინოთ. მაგალითისთვის ავიღოთ სტივ ჯობსი – ყველაზე ორიგინალური პრეზენტატორი, რომელიც “ბულეთ ფოინთების” მაგივრად სლაიდებზე ფოტოებსა და ტექსტს ურთავს.

მეხსიერების ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანი სურათებით უფრო მეტ ინფორმაციას იმახსოვრებს, ვიდრე უბრალოდ სიტყვებით. ტექსტუალური ინფორმაციის მხოლოდ 10% თუ გვახსოვს წაკითხვიდან მესამე დღეს, მაშინ, როცა, სურათებიდან მიღებული ინფორმაციის 65% მტკიცედ იბეჭდება ტვინში.

კარგი მომხსენებლები აკონტროლებენ თავიანთ ხმას

პრეზენტატორებს კარგი გამოსვლა მაშინ გამოსდით, როცა თავიანთი ხმის ტემბრს აკონტროლებენ. მაგალითად, ძალიან ეფექტურია პრეზენტაცია, როცა გამომსვლელი დამაჯერებელი ტონით საუბრობს და აუდიტორიას მის მიერ ნაამბობში არწმუნებს. ასევე, მნიშვნელოვან მომენტებზე გამომსვლელმა ხმის ტონს უნდა აუწიოს, რათა მსმენელი ამ კონკრეტული ფრაზის მნიშვნელობაზე დააფიქროს. პრეზენტატორმა უნდა იცოდეს, როდის უნდა დაუწიოს ხმას და ასევე, როდის უნდა გააკეთოს პაუზები. მნიშვნელოვან ფრაზას აუცილებლად უნდა მოსდევდეს პაუზა, რათა აუდიტორიამ დაფიქრება შეძლოს გამომსვლელის ნათქვამზე.

კარგი პრეზენტატორები “ვაუ” მომენტებს ქმნიან

“აუდიტორიას არ ამახსოვრდება კონკრეტული სიტყვები და სლაიდები, მას ამახსოვრდება კონკრეტული მომენტები”, – თქვა ბილ გეითსმა, 2009 წელს TED გამოსვლაში. ადამიანის გონება მალევე იწყენს და სწორედ ამიტომ საჭიროა, პრეზენტატორმა მსმენელს არა მხოლოდ სლაიდებზე გამოსახული გრაფები და სლაიდები, არამედ დასამახსოვრებელი მომენტები შესთავაზოს. სწორედ ამგვარი მომენტი იყო ბილ გეითსის ზემოხსენებულ გამოსვლაში მის მიერ კოღოების ქილიდან გამოშვება, რათა აუდიტორიისთვის კარგად აეხსნა, თუ როგორ ვრცელდება მალარია. კოღოები, რასაკვირველია, არ იყვნენ დაინფიცირებულები. სწორედ ამგვარი მომენტების წყალობით ხდება პრეზენტაცია დაუვიწყარი.

კარგი გამომსვლელები პრეზენტაციამდე რეპეტიციობენ

კარგი პრეზენტაციისთვის აუცილებელია რეპეტიცია. სწორედ ამას აკეთებენ კარგი პრეზენტატორები – თითოეული პრეზენტაციისთვის მინიმუმ 2 სთ მაინც რეპეტიციობენ. ეს ერთგვარი თავის დაზღვევაა, იმისთვის, რომ გამოსვლის დროს “იბრწყინოთ”. ამისთვის კი სლაიდებზე რამდენიმეწუთიანი გადახედვა საკმარისი არ არის.

წყარო: marketer.ge

115 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2020
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031