Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მეცნიერებმა ტვინის უპრეცედენტოდ დეტალური რუკა შექმნეს

მეცნიერებმა ტვინის უპრეცედენტოდ დეტალური რუკა შექმნეს
January 24
13:57 2020

JRC-ის (Janelia Research Campus)  და გუგლის მეცნიერებმა ხილის ბუზის ტვინის 3D მოდელი წარმოადგინეს, სადაც 20-მილიონამდე სინაფსია წარმოჩენილი. ამ დროისთვის ეს ტვინის ყველაზე დეტალურია სურათია, რაც კი არსებობს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

თანამედროვე დასურათების ტექნიკაში ტვინის ეს მოდელი უზარმაზარი მიღწევაა. ეს მონახაზი, რომელსაც კონექტომას (ტვინის დასურათებას და ტვინში გაბმული ფიზიკური კავშირების შესწავლას) ეძახიან, ხილის ბუზის ტვინის 1/3-ის დეტალურ სურათს იძლევა (ხილის ბუზის მთლიანი ტვინი 100 000 ნეირონს შეიცავს).

ბევრი მეცნიერისთვის კონექტომიკას ნეირომეცნიერებაში დიდი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს, თუმცა მას კირტიკოსებიც ჰყავს, რომელთა მტკიცებით, კონექტომიკის გამოყენებით რაიმე დიდი გარღვევა არასდროს მომხდარა და ამბობენ, რომ ეს რესურსები, სჯობს სხვა საქმეებს მოხმარდეს.

როგორც უკვე ვთქვით, მეცნიერების მიერ შექმნილი 3D მონახაზი ტვინის მხოლოდ 1/3-ს აღწერს. ხილის ბუზის ტვინის ნეირონების რაოდენობა ადამიანის 86 მილიარდ ნეირონთან შედარებით ძალიან ცოტაა, შესაბამისად ადამიანის ტვინის სრული დასურათება ამ ეტაპზე, ძალიან შორი პერსპექტივაა.

505 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2020
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031