Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გამორჩეული წიგნები, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებთ

გამორჩეული წიგნები, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებთ
January 25
10:10 2020

ისინი, ვისაც კითხვა ძალიან უყვარს, არდადეგებს მაქსიმალურად იყენებს და დროის დიდ ნაწილს კითხვას  უთმობს. ცოტა თავისუფალი დრო, საინტერესო წიგნი და თბილი სასმელი არაჩვეულებრივი “ტრიოა” საუკეთესო განწყობის შესაქმნელად. მაშ ასე, გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

“შიკრიკი”, ლუის ლოურიმატი –  მოუსვენარი, ანცი ბიჭუნა აღარ არის. ის ახლა სხვა სოფელში ცხოვრობს, ახალ გარემოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე ზრუნავენ. სადაც არავინ არავის ჩაგრავს… სანდო და ერთგული მატი უკვე ლიდერის რჩეულია. ის ჯერჯერობით შიკრიკის მოვალეობას ასრულებს, თუმცა, ეს მისი დანიშნულება არ არის… არ გამოგრჩეთ სწორედ ამ წიგნში გაიგებთ, ვინ არის ლიდერი, ან უსინათლო წინასწარმეტყველი, ვისთანაც მატი ცხოვრობს, ან რატომ დარჩა კირა ‒ საოცარი ნიჭის ხეიბარი გოგონა ‒ თავის სოფელში?

“კვარტერონი ქალი, პატარა ზღვის მგელი”,  მაინ რიდი –  აქ თავმოყრილია სათავგადასავლო ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებები, რომლებიც სიტყვიერების სამყაროში მოზარდთა უამრავი თაობის მეგზურად მოგვევლინა.

“უბედური შემთხვევების სეზონი”, მოირა ფაული-დოილი – თინეიჯერ კარას ოჯახი, უკვე რამდენი წელია, ოქტომბრისთვის საგანგებოდ ემზადება: ავეჯის ყველა მახვილ კუთხეს რბილი საგნებით ფარავენ, იატაკის ფილებზე ნოხებს აგებენ, სამზარეულოში ტექნიკის გამოყენებას წყვეტენ, თავად კი ტანსაცმელს ფენებად იცვამენ… იმიტომ, რომ უბედურების სეზონი დგება; იმიტომ, რომ ეშინიათ; იმიტომ, რომ ოქტომბერს საღ-სალამათი გადაურჩე, ძალიან რთულია.

“ადამიანთა მიწა”, ანტუან დე სენტ ეგზიუპერი – ეს წიგნი ავტორის მემუარია, რომელიც ადამიანებს შორის მეგობრობის, თანადგომის, გმირობისა და სიკვდილის თემებს ეხება და გადმოგვცემს ავტორის შეხედულებას ცხოვრების საზრისის შესახებ.

“სუსხი”, რიშელ მიდი – ვამპირთა სამყარო შეძრწუნებულია სამეფო ოჯახებზე მკვლელი ვამპირების გახშირებული თავდასხმებით. თუკი აქამდე ისინი მარტო მოქმედებდნენ, ახლა მათ ადამიანები ეხმარებიან, რაც საზოგადოებას განადგურებას უქადის.

“სპარსული წერილები”, შარლ ლუი მონტესკიე – თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლის შარლ ლუი დე მონტესკიეს გახმაურებული რომანი „სპარსული წერილები“ ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რომანი იწყება იმით, რომ სპარსელი ველმოჟა ისპაანში თავის ჰარამხანას ტოვებს და მეგობართან ერთად ევროპაში, „ბარბაროსების მიწებზე“ სამოგზაუროდ მიდის. ისინი წერენ მეგობრებს წერილებს, სადაც დასავლეთის საზოგადოების სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას. რომანის ეპისტოლარული ფორმა და სპარსეთის ჰარამხანების პიკანტური ამბები, ეგზოტიკური წვრილმანების თავისებური აღწერა, საოცარი გონებამახვილობა, მომაკვდინებელი ირონია, ენის სისხარტე საშუალებას აძლევს ავტორს ამ რომანით დააინტერესოს სრულიად განსხვავებული გემოვნების საზოგადოება.

“საიდუმლო კუნძული”, ჟიულ ვერნი – რომანში აღწერილია XIX საუკუნის 60-იანი წლების ამერიკა. ქვეყანა რევოლუციის ქარ-ცეცხლშია გახვეული. ერთი ამერიკელი ინჟინერი სმიტი რამდენიმე მეგობართან ერთად ტყვედ ჩავარდა კონფედერატებს. ისინი მათ დედაქალაქში, რიჩმონდში არიან საპატიო ტყვეობაში. ისინი თავისუფლების დაკარგვას ვერ ეგუებიან და გადაწყვეტილი აქვთ გაქცევა. ისინი მოახერხებენ და დირიჟაბლით დატოვებენ ქალაქს, თუმცა ქარი მათ უკაცრიელ კუნძულზე დაანარცხებს, სადაც არავინ ჩანს და სადაც მათ რამდენიმე წელიწადის გატარება მოუწევთ.

“ოლივერ ტვისტის თავგადასავალი”, ჩარლზ დიკენსი –  ამ წიგნში მოთხრობილია ლონდონში მცხოვრები ობოლი ბიჭუნას, ოლივერ ტვისტის, თავგადასავალი. ეს კრიმინალური ფელეტონია პირქუშ, ძალადობითა და დაუნდობლობით აღსავსე ცხოვრებაზე. ოლივერი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარში ცუდ პირობებში იზრდებოდა. შემდეგ იგი ხელოსანმა სამუშაოდ აიყვანა. ახალ სამსახურში ოლივერს პრობლემები შეექმნა და ის ლონდონში გაიქცა. ამ ქალაქში იგი ქურდი ბიჭების გარემოცვაში აღმოჩნდა, თუმცა მხსნელად ბატონი ბრაუნლოუ მოევლინა.

ბედნიერ და თავგადასავლებით სავსე ზამთრის არდადეგებს გისურვებთ სტუდენტებო!

1,023 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2020
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031