Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ღია კონკურსი სტუდენტებისთვის!

ღია კონკურსი სტუდენტებისთვის!
January 28
12:03 2020

პლატფორმა “რეფორმერი” სტუდენტებისთვის ქვეყნის განვითარების ხედვებზე ღია კონკურსს მართავს.

კონკურსი გამოავლენს თითოეული თემატიკის 5 გამარჯვებულს, რომელთათვისაც გათვალისწინებულია შემდეგი ჯილდო:

  • პირველი ადგილი: ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით და ორდღიანი ვიზიტი ევროსტრუქტურებში: ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო (ქ. ბრიუსელი)
  • მეორე ადგილი: სერტიფიკატი
  • მესამე ადგილი: სერთ=ტიფიკატი

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მონაწილეობისათვის საჭროა წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 თებერვალი

საკონკურსო თემატიკა:

  1. საქართველოს საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო სტრატეგიის ხედვაზე;
  2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ფერმერობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ხედვაზე;
  3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ხედვაზე;
  4. სახელმწიფო სტრატეგიის ხედვა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ;
  5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის ხედვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ორგანიზაცია გამართავს ღია კარის დღეებს, სადაც ჩატარდება ,,რეფორმერის” პრეზენტაცია და კონკურსის პირობების განხილვა.

  • თბილისი – 31 იანვარი. 15:00 საათი, წინანდლის ქუჩა 9, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • ქუთაისი – 1 თებერვალი, 15:00 საათი, წერეთლის ქ. #13, ქუთაისის უნივერსიტეტი;
  • ბათუმი – 2 თებერვალი, 15:00 საათი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #55;
  • თელავი – 4 თებერვალი, 15:00 საათი, ვაჟა-ფშაველას ქ. 3, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.

დაჯილდოვების ცერემონიალი 2020 წლის 22 თებერვალი.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-30 წლამდე საქართველოს მოქალაქეს;
  • ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
  • პლაგიატის შემთხვევაში, ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან.

ნაშრომის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

  • თემასთან შესაბამისობა და საკითხის სიღრმისეული გააზრება – (25 ქულა)
  • ანალიზი, არგუმენტაცია და დასაბუთება- (25 ქულა)
  • ნაშრომის სტრუქტურა და წერის კულტურა- (25 ქულა)
  • ნაშრომის ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა- (25 ქულა)

ტექნიკური სახის მოთხოვნები:

  • ენა: ქართული;
  • დოკუმენტის ტიპი: PDF;
  • ფონტი: Sylfaen;
  • შრიფტის ზომა: 12;
  • ინტერვალი: 1,15;
  • სტრატეგიის მოცულობა: 1500-3000 სიტყვა.
  • ნაშრომში აუცილებელია მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების (ან/და სამუშაო ადგილის) დასახელება და თქვენი ელ-ფოსტა. ამასთან, გთხოვთ წერილში, რომლითაც გადმოაგზავნით ნაშრომს, მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი.
  • ნაშრომს თან უნდა ეხლდეს თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად;

გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და გავრცელდება როგორც სოციალურ მედიაში, ასევე, პროექტით დაგეგმილ რეგიონულ საინფორმაციო სახის შეხვედრებზე.

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, არ იქნას შერჩეული გამარჯვებული/ები, თუ ნაშრომები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 10 თებერვალი. ნაშრომები ატვირთეთ ბმულზე.

149 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2020
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031