Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მზის ზედაპირის ყველაზე დეტალური ფოტო პირველად ისტორიაში

მზის ზედაპირის ყველაზე დეტალური ფოტო პირველად ისტორიაში
January 30
10:47 2020

აშშ-ის ნაციონალური სამეცნიერო ფონდის ტელესკოპმა ისტორიაში პირველად მზის ზედაპირის ყველაზე დეტალური ფოტოები გადაიღო.

ფოტოებზე პირველად გამოჩნდა 30 კილომეტრამდე ზომის ობიექტები. მზის ნაციონალური ლაბორატორიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია ნივთიერებათა მოძრაობა მზის კონვექციურ უჯრედებში.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მზის ზედაპირი თხილის გულის მსგავს უჯრედისებრ სტრუქტურებად არის დაყოფილი. თითოეული მათგანი დაახლოებით ტეხასის შტატის ზომისაა და ატარებენ სითბოს მზის წიაღიდან ზედაპირისაკენ. ცხელი გაზი ამ უჯრედების კაშკაშა ცენტრებში ამოდის, ცივდება და შემდეგ უჯრედების გამყოფ ბნელ ხაზებში იძირება.

ტელესკოპის მიერ შეგროვებული მზის სიცხის გასაფანტად და ინსტრუმენტის გასაგრილებლად საჭირო გახდა კილომეტრობით სიგრძის მიწისქვეშა სისტემა. ტელესკოპი გამოირჩევა დიდი სარკითა და ატმოსფეროს ეფექტების შემამცირებელი ადაპტური ოპტიკით, რაც განაპირობებს წარმოუდგენლად მაღალ რეზოლუციას.

85 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2020
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031