5 რამ, რითაც კობი ბრაიანტი მსოფლიოს ემახსოვრება

საინტერესო ფაქტები

ლეგენდარული კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას რამდენიმე დღის წინ  დაიღუპა. ბრაიანტის საკუთარი ვერტმფრენი კალიფორნიის შტატში ჩამოვარდა.

ყველასთვის საყვარელი კალათბურთელის სიკვდილმა მსოფლიო შეძრა. სოციალური ქსელი აჭრელდა მისი ფოტოებით, ფრაზებითა თუ ვიდეოებით. ჩვენ გთავაზობთ 5 მიზეზს, რის გამოც კობიმ ყველას დაამახსოვრა თავი.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. ის სპორტის ლეგენდა იყო

ითვლება, რომ კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელია. მან მოიპოვა ბევრი ჯილდო, მათ შორის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო და ოლიმპიური ოქროს მედლები.

2. მას ძალიან უყვარდა ოჯახი

აქ სიტყვები არ არის საჭირო, უბრალოდ გადახედეთ ამ სურათებს:

3. ის ეხმარებოდა სხვებს

რაიან უილიამსს, კობის გარდაცვალებამ, საკუთარი ისტორია გაახსენა, როდესაც ავარიაში მოხვდა და კობი მათ დასახმარებლად მანქანასთან მიირბინა. მისი თქმით, კობი ყველას კეთილად ექცეოდა.

4. ის ბევრისთვის მაგალითი იყო

ჯოელ ემბიდი: “არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ბურთის თამაში მას შემდეგ დავიწყე, რაც 2010 წელს კობი ვნახე ტელევიზორში. მინდოდა, მისნაირი გავმხდარიყავი”.

მაიკლ ჯორდანი: “კობის და ჯიანას გარდაცვალების გამო შოკში ვარ. სიტყვები ვერ აღწერს იმ ტკივილს, რასაც ვგრძნობ. მიყვარდა კობი, უმცროსი ძმასავით იყო ჩემთვის. ხშირად ვსაუბრობდით და ძალიან მომენატრება ეს. ის ძლიერი კონკურენტი და არაჩვეულებრივი მამა იყო, ვისაც თავისი ოჯახი ძალიან უყვარდა და ამაყობდა თავისი ქალიშვილის კალათბურთის მიმართ გაჩენილი ინტერესის გამო”.

ავა დუვერნი: “მახსოვს, როგორ მოიყვანა კობიმ თავისი ქალიშვილები WRINKLE IN TIME-ის პრემიერაზე და როგორ ესაუბრებოდა მათ მის მნიშვნელობაზე. ძალიან უყვარდა თავისი გოგონები. მთელი მსოფლიო ტირის ამ ამბის გამო”.

5. იგი თავისი სიტყვებით მოტივაციას აძლევდა სხვებს

გვინდა წარმოგიდგინოთ მისი რამდენიმე ფრაზა:

ყველაფერი უარყოფითი – ზეწოლა, გამოწვევები – ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა რომ გავიზარდო;

მე არაფერი მაქვს საერთო იმ ზარმაც ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ წარუმატებლობას სხვებს აბრალებენ. ყველაფერი დიდებული დაუღალავი შრომითა და შეუპოვრობით მოდის;

მომენტი, როდესაც ბრძოლას წყვეტთ, ნებდებით, არის შესაძლებლობა სხვისთვის რომ გაიმარჯვოს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები