ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

შპს “საქართველოს ქონების მართვის ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ბრენდის სტრატეგიების დასახვასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ანალიზში, შეფასებასა და/ან ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
  • ახალი შეთავაზებების დაგეგმვასა და პროცესების მართვაში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

განათლება:

ახალი კურსდამთავრებული, ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი მარკეტინგის მიმართულებით

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word, Power Point, აუცილებელი
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, ინგლისური სავალდებულო, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • დროის მართვის უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • გუნდურობა
  • დისციპლინირებულობა
  • პრობლემების ანალიზი
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge არაუგვიანეს 2020 წლის 7 თებერვლისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები