Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“მწვანე სტიპენდია” გარემოსდამცველი ახალგაზრდებისთვის

“მწვანე სტიპენდია” გარემოსდამცველი ახალგაზრდებისთვის
February 11
12:58 2020

CENN მოხარულია 2020 წლიდან აქტიური გარემოსდამცველი ახალგაზრდებისთვის დააწესოს მწვანე სტიპენდია, რომელიც სტიმული იქნება ყველა მომავალი ლიდერისთვის, უფრო აქტიურად გააგრძელონ საკუთარ თემში ადვოკატირება და გარემოს უკეთესობისკენ ცვლილება.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

CENN-ის მწვანე სტიპენდიის საერთო ოდენობა ერთ მონაწილეზე შეადგენს 1000 ლარს. სტიპენდია განაწილდება 5 თვეზე. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

2020 წლის მწვანე სტიპენდია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. CENN-ის მწვანე სტიპენდია ნარჩენების მდგრადი მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და მოსახლეობის მომხმარებლური ქცევის ცვლილებაში შეტანილი წვლილისთვის;
  2. CENN-ის მწვანე სტიპენდია ტყის მდგრადი მართვის, ეკოტურიზმის პოპულარიზაციასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის;
  3. CENN-ის მწვანე სტიპენდია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივ დონეზე გარემოს ზიანის შემცირებაში შეტანილი წვლილისთვის;
  4. CENN-ის მწვანე სტიპენდია მწვანე მეწარმეობაში ან/და ბიზნესში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისათვის.

CENN-ის მწვანე სტიპენდიისთვის კანდიდატმა უნდა გააკეთოს საკუთარი თავის ნომინირება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. კანდიდატურის წარდგენა შეიძლება როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ნომინაციაში, თუმცა ერთ კანდიდატს მხოლოდ ერთ ნომინაციაში შეუძლია გამარჯვება.

ნომინანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იყოს 10-დან 26 წლამდე;
  • წარდგენილი აქტივობები განხორციელებული უნდა იყოს 2017-2019 წლების განმავლობაში.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 1 მარტი.

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება CENN-ის მწვანე სტიპენდიის პროგრამის დაჯილდოების ცერემონიაზე, 2020 წლის მარტში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

97 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2020
M T W T F S S
« Jan    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829