Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ილიაუნი სტუდენტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

ილიაუნი სტუდენტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
February 12
16:26 2020

სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსი Nova Idea 2020 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი იდეები რეალობად აქციონ და ამისთვის საჭირო დაფინანსება უნივერსიტეტისგან მოიპოვონ.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

იმისთვის, რომ წარმოდგენილი პროექტი საგრანტო კონკურსის საბჭომ განიხილოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში უნდა მოხვდეს:

  • სეზონური გასვლითი საგანმანათლებლო-კულტურული ბანაკების/სკოლების ორგანიზება (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, განხორციელების პერიოდი არა უადრეს 2020 წლის ივლისისა);
  • ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების განხორციელება;
  • თემატიკა, რომელიც განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს აერთიანებს.

პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს და უნდა იყოს გამართულად შედგენილი.

ვის შეუძლია სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს (არა უმეტეს 4 სტუდენტის შემადგენლობით).

კონკურსში მონაწილეობისა და პროექტების განხილვის ვადები

ილიაუნის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საგრანტო კონკურსმა – Nova Idea 2020 სტარტი ამა წლის 11 თებერვლიდან აიღო. ეს ნიშნავს, რომ 11 თებერვლიდან შეძლებთ პროექტების გამოგზავნას. პროექტების მიღება გაგრძელდება აგვისტოს ჩათვლით.

გამარჯვებულ პროექტებს დროდადრო გამოავლენს კონკურსის ჟიური. ყველაზე გვიან გამარჯვებული პროექტები ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის გამოვლინდება.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე.

64 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2020
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829