Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 ფილმი, რომლებიც ნამდვილ ინტელექტუალებს მოეწონებათ

10 ფილმი, რომლებიც ნამდვილ ინტელექტუალებს მოეწონებათ
February 15
10:10 2020

ათასობით ფილმი არსებობს, რომლებიც ინტელექტუალური და ფილოსოფიური თემებით დაინტერესებულმა მაყურებელმა საკულტოდ აქცია. გთავაზობთ არც თუ ისე ახალ ფილმებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ არ გინახავთ. ამ ფილმებმა, შეიძლება თქვენი საყვარელი ფილმების სიაში მოწინავე ადგილიც კი დაიკავონ.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

“გატაცებულნი” –  მოტაცებულია ექვსი წლის გოგონა და მისი მეგობარი. ერთ-ერთი მათგანის მამა იმედს კარგავს პოლიციის დახმარებით იპოვოს ქალიშვილი და გადაწყვეტს სამართალი თავად აღასრულოს.

“საუკეთესო წინადადება” – ვირჯილ ოლდმენი, მსოფლიოში ცნობილი ანტიკვარის ექსპერტი და აუქციონების წამყვანია. მას არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა, ცდილობს დისტანცია დაიცვას და განმარტოებით ცხოვრობს. ერთხელაც მას მდიდრული ვილის მფლობელი, უცნაური დაავადებით შეპყრობილი გოგონა დაიქირავებს ქონების შესაფასებლად…

“იმიტაციის თამაში” – ალან ტიურინგის, ლეგენდარული მათემატიკოსის, კრიპტოლოგის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა მანქანა “ენიგმა”, გერმანული კოდის გასატეხად.

“გოგონა მატარებელში” – ახალგაზრდა ქალი რეიჩელი ყოველ დილით მატარებლით კოტეჯთან ჩაივლის და ხედავს ერთი შეხედვით იდეალური წყვილის ცხოვრებას. ერთ დღეს იდილია დაირღვევა და რეიჩელი უნებურად ჩაებმება საინტერესო ისტორიაში.

“მოსამართლე” – წარმატებული ადვოკატი, ბრუნდება მშობლიურ ქალაქში დედის დაკრძალვაზე და გაიგებს, რომ მამამისს, რომელიც ქალაქის მოსამართლეა, აბრალებენ მკვლელობას.

“დიდი შემცირება” – ამბავი კაცზეა, რომელმაც გლობალური ეკონომიკის კრიზისით მილიარდები იშოვა.

“მისტერ ჰოლმსი” – ჰოლმსი უკვე ასაკში შესულია და ჯანმრთელობასთან აქვს პრობლემები, იგი დიასახლისსა და მის ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს. შერლოკი მოულოდნელად იძულებული ხდება, ორმოცდაათი წლის წინანდელი საქმე გახსნას და ეს თავისი ძვირფასი უოტსონის გარეშე მოახერხოს.

“ამერიკული აფიორა” – ფილმი მოგვითხრობს თაღლითზე და მის პარტნიორზე, რომლებიც იძულებულები არიან ითანამშრომლონ ფედერალურ ბიუროსთან, რათა დაეხმარონ სხვა თაღლითების, ყაჩაღების და პოლიტიკოსების დაჭერაში.

“უსაზღვრო” – პარანოიკული ექშენ-თრილერი წარუმატებელი მწერლის შესახებ, რომლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება საიდუმლო აბის მიღების შემდეგ, რის დახმარებითაც ტვინის 100%-ით გამოყენება და შენი თავის იდეალური ვერსიის შექმნაა შესაძლებელი. ეს არაბუნებრივი შესაძლებლობა მალე ბნელი ძალების ყურადღებას მიიპყრობს, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

“ბუღალტერი” – შესაძლოა თუ არა ერთმა ადამიანმა, რომელიც ბევრს სვამს, შეუჩერებლად ეწევა და პროვინციელი ბუღალტერია, შეაჩეროს ეროვნული შეთქმულება, შეცვალოს ისტორია და შეინარჩუნოს ცხოვრების სტილი?ყველაფერი შესაძლებელია… თუმცა ეს იოლი არ იქნება.

5,890 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2020
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829