ჰარვარდის უნივერსიტეტი სტუდენტებს 100 უფასო ონლაინ კურსს სთავაზობს

საინტერესო ფაქტები

ჰარვარდის უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს 2020 წლის განმავლობაში 100 უფასო კურსს სთავაზობს. ყველასათვის სასიხარულო ამბავი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. უნივერსიტეტმა უფასო ონლაინ კურსების გასავლელად ყველა ბარიერი მოხსნა.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

უფასო ონლაინ კურსების გავლა ყველა საერთაშორისო სტუდენტს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

უნივერსიტეტი არ ითხოვს თანხას არც რეგისტრაციისთვის და არც ლექციებისთვის. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი უნივერსიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს გასცემს. უფასო ონლაინ კურსები თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ონლაინ კურსებზე რეგისტრაციისთვის ბოლო ვადა დაწესებული არ არის.

კურსების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ხელოვნება და დიზაინი
  • ბიზნესი
  • ქკომპიუტერული მეცნიერებები
  • მონაცემთა მეცნიერება
  • განათლება და პედაგოგიკა/ სწავლება
  • ჯანმრთელობა და მედიცინა
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • ტექნიკური მეცნიერებები
  • პროგრამირება
  • ბუნებისმეტყველება
  • სოციალური მეცნიერება
  • და სხვები…

კურსების სანახავად მიჰყევით ბმულს.

წყარო: amerikiskhma.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები