პოსტერების კონკურსი თემაზე „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“

კონკურსები

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს პოსტერების კონკურსს კომპანიის საქმიანობისა და სლოგანის/გზავნილის თემაზე „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი შეარჩევს Facebook მომხმარებელი მოწონებების საშუალებით.

გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ პლანშეტები.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვანს სსე-ის თანამშრომლების გარდა.
  • პოსტერი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას – მასზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან ანძა.
  • ნამუშევარი არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა.
  • ერთ ადამიანს შეუძლია რამდენიმე ნამუშევრის გამოგზავნა.

პოსტერი უნდა მომზადდეს შემდეგ პროგრამებში: photoshop / coreldraw /Adobe illustrator / Adobe InDesign .

პოსტერი უნდა იყოს landscape, სულ მცირე A3 ფორმატის (სიგანე 42, სიმაღლე 30).

კონკურსანტმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფიციალური Facebook გვერდის შეტყობინებებში უნდა გამოაგზავნოს პოსტერის ორი ვერსია:
1) მაღალი რეზოლუციის ციფრული ვიზუალიზაციის ბმული – 300 DPI გაფართოებით ატვირთული https://wetransfer.com/-ზე.
2) საჩვენებელი ფაილი jpg ფორმატში (ფეისბუქ გვერდზე განსათავსებლად).

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა – 5 მარტი.

  • 9 მარტს პოსტერები აიტვირთება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე და ერთი კვირის განმავლობაში, Facebook მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოწონებების საშუალებით გამოავლინოს თავისი რჩეული.
  • ყალბი გვერდებით დაფიქსირებული მოწონებები არ ჩაითვლება!
  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის 16 მარტს.

P.S. გამარჯვებული პოსტერები რჩება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და კომპანია იტოვებს უფლებას ექსკლუზიურად გამოიყენოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ტელ: 2 510 267.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ელემენტებს. ასევე, არ უნდა იყოს პლაგიატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამუშევარი გამოეთიშება კონკურსს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები