ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის – 4 ვაკანტური ადგილი

დასაქმება

გამოცხადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) სტაჟირების პროგრამა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სტრატეგიული ანალიზის და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის მიმართულებით.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

GGI-ის შესახებ

დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ხორციელდება Tetra Tech ARD-ის მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი მმართველობის განვითარებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. GGI-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურია, რომელთანაც პროექტი ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობს.

სტაჟირების პროგრამა

აღნიშნული საქმიანობის გასააქტიურებლად, USAID GGI ეძებს ოთხ სტაჟიორს რომლებიც დასაქმდებიან საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული ანალიზისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის სამსახურებში.

წარმატებულ კანდიდატებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა და შეიძინონ გამოცდილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. კერძოდ აუდიტის კანონის, მანდატის, პროცესის; სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზების; საჯარო აუდიტორების უფლებების, პასუხისმგებლობების და ეთიკის კოდექსის; აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების; IT აუდიტის; ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტის; აუდიტის ანგარიშგების; აუდიტის ხარისხის კონტროლის და უზრუნველყოფის შესახებ.

აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას. მისი ხანგრძლივობაა ექვსი თვე და მოიცავს 2020 წლის 16 მარტიდან – 18 სექტემბრამდე პერიოდს.

სტაჟირების პროგრამის მართვა და სამუშაო გარემო

სტაჟიორები იმუშავებენ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და ანგარიშვალდებულები იქნებიან უშუალოდ ხელმძღვანელებისა და USAID GGI-ის წინაშე. სტაჟიორთა სახელფასო განაკვეთი შეადგენს 250 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დარიცხული).

პროფესიული განვითარება

სტაჟირების პროგრამის დასაწყისში სტაჟიორებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო ტრენინგი USAID GGI-ის პროექტის შესახებ. სტაჟიორებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ GGI-ის პროგრამული აქტივობების ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებში.

მოთხოვნები – სტრატეგიული ანალიზის სამსახური (ორი სტაჟორი)

  • ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შემდეგი სპეციალობით: ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა, ეკონომიკური ან სოციალური მეცნიერებები;
  • მონაცემთა და სტატისტიკური ანალიზის უნარი;
  • ძლიერი კვლევითი და ანალიტიკური უნარები;
  • პროექტების მართვის უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

მოთხოვნები – ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის სამსახური (ორი სტაჟორი)

  • ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
  • სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია Microsoft SQL querying-ის ცოდნა და გამოცდილება;
  • სასურველია შემდეგი პროგრამირების ენების ცოდნა: Python, R;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოების გარეშე) და მოტივაციის წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: recruitment@ggi.ge. მოტივაციის წერილში კანდიდატებმა აუცილებლად უნდა:

აღწერონ მიზეზი, თუ რატომ დაინტერესდნენ GGI-ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტაჟირების პროგრამით და დაასაბუთონ ეს არჩევანი შესაბამისი განათლების, გამოცდილებისა თუ ინტერესებიდან გამომდინარე არგუმენტებით.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 1-ლი მარტი.

წერილობით ტესტს და ინტერვიუს მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები