კონკურსი ლოგოს შექმნაზე

კონკურსები

სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“ აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ლოგოს კონცეფცია: ლოგო დაკავშირებული უნდა იყოს სწავლასთან, ზრდასთან, განვითარებასთან და პროგრესთან. ლოგო უნდა იყოს თანამედროვე დიზაინის, მარტივად აღქმადი და უნდა აჩვენებდეს სიახლისკენ სწრაფვას. მნიშვნელოვანია, ისეთი კონსერვატიული და ინოვაციური ფერების კომბინაცია, რომელიც ხაზს გაუსვამს დაწესებულების სოლიდურობას, აკადემიურობას და შექმნის მიზნობრივ ასოციაციებს. ლოგოსათვის რეკომენდებულია მუქი ჟოლოსფერისა (#D41858) და ლურჯის (#064C7B) კომბინაცია. რეკომენდებულია ლურჯის დომინირება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2020 წლის 6 მარტამდე გამოგზავნეთ თქვენ მიერ შექმნილი ლოგო ელ. ფოსტის მისამართზე: sai@sao.ge

ნამუშევრები მოგვაწოდეთ .jpg ფორმატში და ასევე, ვექტორულ ფაილად, მაღალი რეზოლუციით. ლოგოსთან ერთად გამოგზავნეთ ლოგოს კონცეფციის მოკლე განმარტება.

გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება ჰონორარით, 500 ლარის ოდენობით.

ინსტიტუტი იტოვებს უფლებას, არ გამოავლინოს გამარჯვებული თუ ჟიურის წევრების მიერ ვერ მოხერხდება გამარჯვებული ლოგოს შერჩევა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 032 2 054 615

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები