პირველი არქიტექტურული კვირეული თბილისში – სტუდენტებისთვის დასწრება თავისუფალია

ივენთი

საქართველოს ახალგაზრდა ელჩის იტალიის რესპუბლიკაში, მარიამ ბოჭორიშვილის ორგანიზებით, იმართება პირველი არქიტექტურული კვირეული თბილისში, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას საქართველოში და სტუდენტებისთვის სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას. გაიმართება სემინარები და სამუშაო შეხვედრები, სადაც ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიზიარონ უცხოელი სპეციალისტების გამოცდილება.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

2020 წლის Tbilisi Arch Week-ის მთავარი მოწვეული სტუმრები იქნებიან მსოფლიო ათეულში შესული უნივერსიტეტის – Politecnico di Milano-ს პროფესორები, რომლებიც ქართველ სტუდენტებთან და არქიტექტორბთან ერთად გამართავენ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს. ამგვარი შეხვედრები საქართველო-იტალიას შორის მჭიდრო საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავების კიდევ ერთი საწინდარია. კვირეულს ასევე უერთდებიან ესპანელი არქიტექტორები, რომლებიც იტალიელ და ქართველ პროფესორებთან ერთად გამართავენ შეხვედრას.

კვირეული ტარდება 26 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათლით – თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროგრამა ,,Erasmus+” – ხელშეწყობით. პროექტის მხარდაჭერია ასევე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. პროექტის მთავარი პარტნიორი უნივერსიტეტი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის ფაკულტეტი და დიზაინის საერთაშორისო სკოლა IDS.

სევე ღონისძიების მხარდამჭერი გახლავთ დანტე – თბილისის კომიტეტი / Dante – Tbilisi.

სტუდენტებისთვის დასწრება თავისუფალია!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები