Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გასეირნება ადამიანის სხეულში – უნიკალური მუზეუმი ნიდერლანდებში

გასეირნება ადამიანის სხეულში – უნიკალური მუზეუმი ნიდერლანდებში
February 28
11:01 2020

ნიდერლანდებში შეგიძლიათ მოინახულოთ ადამიანის სხეულის მუზეუმი, რომელსაც მთელ მსოფლიოში არ აქვს ანალოგი. მუზეუმი იმდენად რეალისტურია, რომ მისი მონახულების დროს ადამიანები გაოცებულები რჩებიან.

მუზეუმი ნიდერლანდების დედაქალაქის მახლობლად, ქალაქ ლეიდენეში მდებარეობს. მუზეუმის პროექტზე მუშაობა 12 წელი მიმდინარეობდა, მშენებლობას კი კიდევ 2 წელი დასჭირდა. იდეის რეალიზაცია დაახლოებით 30 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა.

ძირითადი შენობა მინისაა, ადამიანის ფიგურა კი განსაკუთრებული ფოლადისგანაა დამზადებული, რომელიც თითქმის არ ექვემდებარება კოროზიას. შენობის სიმაღლე დაახლოებით 35 მეტრია.

მისი არშემჩნევა შეუძლებელია. მჯდომარე გიგანტური ადამიანის დანახვა შორიდანვეა შესაძლებელი. შესასვლელი ამ გიგანტური სკულპტურის მუხლშია განთავსებული, შესაბამისად, კარის ზღურბლიდანვე ხვდებით ადამიანის სხეულში და თავისუფლად გადაინაცვლებთ ნებისმიერ ორგანოში.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

მუზეუმი ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილს მოიცავს. მგზავრები მოგზაურობას მენჯის ძვლიდან იწყებენ და აკვირდებიან ლეიკოციტებისა და ერითროციტების შექმნას. ნელ-ნელა მიიწევენ ადამიანის სხეულის ზედა ნაწილისკენ. სტუმრები სულ 7 სართულს მოივლიან.

მომავალი მედიკოსებისთვის ეს ნამდვილად საოცნებო ადგილია. მათ შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი თვალით ნახონ როგორ ხდება სისხლის ცირკულაცია ორგანიზმში ან როგორ მუშაობს ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

თითოეული ორგანოს ფუნქციონირება გამოსახულია მონიტორზე და თან სდევს შესაბამისი რეალური ხმა. იმისათვის, რომ ადამიანმა რეალურად შეიგრძნოს ყოველივე, დამატებით გამოიყენება 5დ ფორმატი.
მუზეუმში შესაძლებელია ნახოთ როგორ იბადება საშვილოსნოში ახალი სიცოცხლე და ასევე შესაძლებელი ნაყოფის განვითარებაზე თვალის მიდევნება. სტუმრებს კვერცხუჯრედის განაყოფიერებასაც აჩვენებენ. გიგანტური სკულპტურა, შემქმნელების ჩანაფიქრით, ქალია.

ერთსაათიანი ექსკურსიის მანძილზე გიდი სტუმრებს დეტალურად აღუწერს ადმიანის ორგანიზმის მუშაობას.

176 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2020
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829