ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპიუტერული კომპანია შ.პ.ს. ადა აცხადებს ვაკანსიას საიტის რედაქტორის პოზიციაზე.

შ.პ.ს. „ადა“ წარმოადგენს კომპიუტერული ტექნიკის რეალიზატორს საქართველოში. „ადა“ არის თავის სფეროში ყველაზე სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანია, მეგობრული გუნდით და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. კომპანიის საკადრო პრიორიტეტია ახალგაზრდა პერსპექტიული კანდიდატების შერჩევა და შემდგომში მათი პროფესიული ზრდა და განვითარება.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

კომპანიას ესაჭიროება , შრომისმოყვარე, ენერგიული საიტის ახალგაზრდები (adashop.ge) რედაქტირებისთვის. მათდაევალებათ საიტზე მაღაზიის პროდუქციის ატვირთვა, დამუშავება, გამოქვეყნება. მუშაობა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს.

არაა აუცილებელია ცხოვრობდეს თბილისში, აღნიშნული საქმე შეუძლია აკეთოს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილიდან, მთავარია ინტერნეტი ქონდეს.

სამსახურის მახასიათებლები:

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ანაზღაურება: გამომუშავებით

ძირითადი მოთხოვნები:

კომპიუტერული ტექნიკის ზოგადი მახასიათებლების ცოდნა;
ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
განათლება: სტუდენტი;

ძირითადი მოვალეობები:

მაღაზიის პროდუქციის საიტზე (adashop.ge) განთავსება.
პროდუქციის მახასიათებების შესწავლა.

პიროვნული თვისებები:

პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
აქტიური;
შრომისმოყვარე;

ანაზღაურება:

აღნიშნულ ვკანსიაზე ხელფასი 300დან-600 ლარამდეა.
ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია რედაქტირების სიხშირეზე.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თანდართული სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ada.net.ge 2020 წლის 8 მარტის ჩათვლით.

კანდიდატების შერჩევის შემდეგ ჩვენ დაგიკავშირდებით, ჩაგიტარდებათ გასაუბრება. დადებითი შეფასების შემდეგ გაივლით ტრეინინგს მაღაზიაში, რის შემდეგაც შესაძლებლობა გექნებათ სახლიდან გაუსვლელად მუშაობა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები