Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საერთო სამაგისტრო გამოცდა 2020 – სიახლეები, ჩარიცხვის პრინციპი, გზამკვლევი

საერთო სამაგისტრო გამოცდა 2020 – სიახლეები, ჩარიცხვის პრინციპი, გზამკვლევი
March 09
11:07 2020

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 26 მარტის 18 საათზე დასრულდება.

წლევანდელი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდებზე სიახლე ელით. განსხვავებით 2017-2019 წლებისგან 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, ანუ მათ A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, აღნიშნული სიახლე სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. სირთულის მხრივ წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც ეს 2017-2019 წლების ტესტებში იყო.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მაგისტრანტობის მსურველებს შეუძლიათ იხელმძღვანელო უკვე გამოქვეყნებული 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის შეცვლილი ტესტური დავალებების ნიმუშებით.

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპს, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია სსგ-ის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას. ამასთან, უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია: ა) თვითონ დააწესოს ის 3 ნაწილი, რომელშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას; ბ) მოითხოვოს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ტესტის ოთხივე ნაწილში; გ) დააწესოს კომპეტენციის უფრო მაღალი მინიმალური ზღვარი ტესტის ერთი, რამდენიმე ან ყველა ნაწილისათვის.

რეგისტრაციის გავლამდე მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა გაეცნოს ინსტრუქციას – გზამკვლევს, რომელშიც დეტალურადაა მოცემული მისთვის საინტერესო და საჭირო ყველა ინფორმაცია.

108 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში