3-წუთიანი ფილმების კონკურსი – საკონკურსო პირობები და პრიზები

კონკურსები

გამოცხადდა “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის” და რადიო თავისუფლების ერთობლივი კონკურსი 3-წუთიან ფილმებზე, თემა

კონკურსის მიზანია საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში. მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ საზოგადოებაში მნიშვნელოვანია ამაღლდეს ცნობიერების დონე სექსუალური შევიწროების გამომწვევი ძირითადი მიზეზებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ადამიანები მსგავსი შემთხვევების დროს აწყდებიან: რა სირთულეები ხვდებათ შევიწროების მსხვერპლებს და რა შესაძლებლობები არსებობს ამ პრობლემის დასაძლევად? ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია კონცეპტუალური შემოქმედებითი მასალის შექმნა და გავრცელება.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კონკურსი არის ამ ორგანიზაციების მიერ გამოხატული მხარდაჭერა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ეფექტურად განხორციელებისათვის.

საკონკურსო თემა: სექსუალური შევიწროება

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ან ჰიბრიდული ფილმი
    ხანგრძლივობა – 3 წუთი (შესაძლებელია ფილმის მაქსიმალური ქრონომეტრაჟი იყოს 4 წუთი და მინიმალური 2.5 წუთი)
  • ფილმი უნდა იყოს ქართულად ინგლისური სუბტიტრით, ან ინგლისურად ქართული სუბტიტრით​
  • ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე
  • მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს ფილმის გმირის ინფორმირებული თანხმობა ფილმში მონაწილეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში მოგაწვდით თანხმობის წერილის ფორმას)

რომელი კრიტერიუმები იქნება გათვალისწინებული შეფასებისას?

  • ფილმის კონცეფცია
  • თემის წარმოჩენის კუთხე
  • ვიზუალური მიდგომა და ფორმა
  • ტექნიკური გამართულობა (ხმის და გამოსახულების ხარისხი)

როგორ გავიგებთ რომელი ფილმები გადავა მეორე ეტაპზე?

მეორე ეტაპზე გადასულ ფილმებს გამოავლენს შესარჩევი კომისია და ნამუშევრები გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე.

როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი?

ფილმი ატვირთეთ რომელიმე ვიდეო პლათფორმაზე – Vimeo ან Youtube, რომელიც დაცული იქნება პაროლით.

ფილმის დახურული ბმული უნდა მიუთითოთ დარეგისტრირებისას სააპლიკაციო ფორმის მითითებულ ველში.

როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ?
სააპლიკაციო ფორმის შესავსებად დაკლიკეთ აქ.

როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა?

ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა – 13 მარტი, 2020

რამდენია საპრიზო ფონდი?

  • პირველი ადგილი – 7 500 ლარი;
  • მეორე ადგილი – 6 000 ლარი;
  • მესამე ადგილი – 4 500 ლარი

ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფილმებს?

საკონკურსო ნამუშევრების შესაბამისობას საკონკურსო პირობებთან პირველ ეტაპზე შეაფასებს შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ორჯონიკიძე – რეჟისორი
სალომე ჯაში – რეჟისორი
ქეთი მაჭავარიანი – რეჟისორი
პატრიცია როსა გარსია – გენდერის ექსპერტი

ფინალში გასული ფილმებიდან გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტაზე: ia.makharashvili@niras.com.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები