სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის გაზაფხულისთვის რეგისტრაციის თარიღები შეიცვალა

საინტერესო ფაქტები

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის გაზაფხულის ნაკადისთვის გათვალისწინებული თარიღები შეიცვალა.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარების გამო, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში თანხმობის ფორმაზე ხელის მოწერის პროცედურა გაგრძელდება მიმდინარე წლის 14 აპრილის ჩათვლით.

სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 14 მაისს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 219 77 55.

იხილეთ სტაჟირების პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების სია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები