საერთაშორისო კონფერენცია სტუდენტებისთვის

კონკურსები

კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 და მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეებს.

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს თეზისების მიღებას საერთაშორისო კონფერენციაზე „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა; ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირის სტიმულირება; ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება; ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

ძირითადი მიმართულებები:

  • არქივთმცოდნეობა;
  • წყაროთმცოდნეობა;
  • სიძველეთმცოდნეობა;
  • ისტორია/ხელოვნების ისტორია/ ეთნოლოგია;
  • ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია);
  • პოლიტიკური მეცნიერებები და სამართალი;
  • კულტურათაშორისი კომუნიკაციები;
  • რესტავრაცია-კონსერვაცია;
  • ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები;
  • კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი;
  • საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში.

საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე ცალკე მიმართულებად იქნება წარმოდგენილი ეროვნული არქივის დაარსებასა და მეფე ერეკლე II-სთან დაკავშირებული თემები.

კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია მცირე საგანმანათლებლო პროგრამები (ინფორმაციული ლექციები, ელექტრონული არქივები და სხვა), რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრებსა და დოქტორანტებს;
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე;
  • თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

მნიშვნელოვანი თარიღები:

თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 28 ივნისი

თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების დაგზავნა: 2020 წლის 15 ივლისი

ინსტრუქცია:

გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conferences@archives.gov.ge

დამატებითი ინფორმაცია:

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული არქივის ვებგვერდზე: www.archives.gov.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 322 37 28 01
(+995) 577 13 03 80

ელ. ფოსტა: conferences@archives.gov.ge
www.archives.gov.ge
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები