ვაკანსია სტუდენტებისთვის ნახევარ განაკვეთზე

დასაქმება

„სითი მოლი საბურთალო“ აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა გასართობი ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ძირითადი მოვალეობები:

დარბაზში არსებული ატრაქციონებისა და აქტივობების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
რიგის მართვა და კონტროლი;
ატრაქციონების ჩართვისა გამორთვის უზრუნველყოფა, მუშაობის პროცესში მათი მონიტორინგი, გამოყენების პირობების მომხმარებლებისთვის ახსნა.

მოთხოვნები:

გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე;
იმავე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

კომუნიკაბელური
გუნდური მუშაობის უნარი
მოწესრიგებულობა
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დეტალებზე ორიენტირებული

სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი გავაკვეთი (ცვლის მიხედვით)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე – info@igdevelopment.ge მიმდინარე წლის 10 აპრილამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენ სახელსა და გვართან ერთად.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები