როცა ყველა სახლშია ➤ კორონავირუსის გამო დაცარიელებული მსოფლიო ფოტოებში

საინტერესო ფაქტები

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები დადასტურდა, ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით ადამიანების უმეტესობა სახლში დარჩენას ამჯობინეს.

იმის გამო, რომ ბევრ ქვეყანაში გადაიდო სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლება ან ონლაინ მეთოდით ჩანაცვლდა, გაუქმდა მასშტაბური ღონისძიებები და შეიზღუდა ხალხმრავალი შეკრებები, მსოფლიოს მრავალი ადგილი, რომელიც აქამდე ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, დაცარიელდა.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ფოტოებს სხვადასხვა ქვეყნიდან:

1. იტალიაში, ქალაქ მილანში ლექტორი ცარიელ აუდიტორიაში წერს გაკვეთილს ონლაინ სწავლებისთვის. იტალიაში ამჟამად ყველა უნივერსიტეტი და სკოლა დაკეტილია — 5 მარტი

2. ტოკიოს ხალხმრავლობით ცნობილი სავაჭრო ქუჩა, იაპონია.

3. საფეხბურთო მატჩი ცარიელი ტრიბუნით ქალაქ მილანში, იტალია — 27 თებერვალი

4. დაცარიელებული წმ. მარკოზის მოედანი ვენეციაში, იტალია — 9 მარტი

5. გონდოლების გარეშე დარჩენილი არხი ვენეციაში, იტალია — 1-ლი მარტი

6. ცარიელი სტადიონი ბეისბოლის თამაშზე ტოკიოში, იაპონია — 29 თებერვალი

7. დაცარიელებული სუპერმარკეტი კალიფორნიაში, აშშ — 7 მარტი

8. პაპ ფრანცისკეს საკვირაო წირვის პირდაპირი ჩვენება ვატიკანში — 8 მარტი

9. გამოუყენებელი ტურისტული ავტობუსები ბაგკოკის აეროპორტში, ტაილანდი — 8 მარტი

10. დაცარიელებული სუპერმარკეტი ავსტრალიაში

11. რესტორანში ამაოდ ელიან სტუმრებს, სინგაპური — 21 თებერვალი

12. წმ. ამბროსის ბაზილიკა მილანში, იტალია — 1-ლი მარტი

13. სუმოს ცერემონია ქალაქ ოსაკაში, იაპონია — 8 მარტი

14. მიმტანი ცარიელ მაგიდებთან ერთად ვენეციაში, იტალია — 6 მარტი

15. მლოცველის გარეშე დარჩენილი ქააბა ქალაქ მექაში, საუდის არაბეთი — 6 მარტი.

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები