Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

აშშ-ში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს საელჩო მიმართავს

აშშ-ში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს საელჩო მიმართავს
March 19
11:45 2020

აშშ-ში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომლებიც აშშ-ში სწავლობენ თავისი ინდივიდუალური გზით და არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამით, აშშ-ში საქართველოს საელჩო მიმართავს. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

“აშშ-ში საქართველოს მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც აშშ-ში სწავლობენ თავისი ინდივიდუალური გზით და არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამით, გთხოვთ გაითვალისწინოთ საელჩოს რჩევები:

  • მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები და რეკომენდაციები კორონავირუს (COVID-19) თავის არიდების მიზნით!
  • გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობა არის შეზღუდული. ის მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებით საქართველოში, თვალი ადევნეთ საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად ცვალებად ინფორმაციას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე: https://georgiaembassyusa.org/
  • შეწყვეტილი სასწავლო პროცესის პირობებში თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დახურულ სკოლებში სტუდენტურ საცხოვრებელში დარჩენა. ამისათვის დროულად დაუკავშირდით სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციას! გთხოვთ კომუნიკაცია სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან წერილობით რეჟიმშიც აწარმოოთ.
  • სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან უარის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი მიმოწერა, რის საფუძველზეც ვეცდებით დაგეხმაროთ მათთან კომუნიკაციაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ამ პერიოდში საელჩოს დატვირთვა და შესაბამისად ეცადოთ თქვენი სკოლის ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაციის გამართვა თავიდანვე აქტიურად აწარმოოთ.

სტუდენტებს ასევე მოვუწოდებთ თვალი ადევნონ საქართველოს საელჩოს და გენერალური საკონსულოს სოციალურ მედიას, სადაც ყოველდღიურად ახლდება ინფორმაცია კორონავირუსთან გამკლავების საშუალებებზე, აშშ-სა და საქართველოს მთავრობების შესაბამის განკარგულებებზე, ფრენებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

Embassy Web-page: https://georgiaembassyusa.org/

Embassy FB-page: https://www.facebook.com/EmbGeoinUS/

Embassy Tweeter: https://twitter.com/GeorgianEmbassy

Consulate General of Georgian in New York Web-page: http://www.newyork.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=437&lang=1

Consulate General of Georgian in New York FB-page: https://www.facebook.com/consulategeneral.newyork/

რადგან ინდივიდუალური გზით აშშ-ში ჩამოსული საქართველოს მოქალაქე სტუდენტების მონაცემთა ბაზა არ არსებობს, საელჩო და გენერალური საკონსულო მაქსიმალურად ვცდილობთ ხმის ინდივიდუალურად მიწვდენას. ასეთ სტუდენტებს ვთხოვთ რომ დაგვიკავშირდნენ შემდეგი ინფორმაციით: გვარი/სახელი; დაბადების თარიღი; ლოკაცია/უნივერსიტეტი; მობილური/მეილი შემდეგ მეილზე: kvardishvili@mfa.gov.ge;

მადლობელი ვიქნებით თუ დაგვეხმარებით ინფორმაციის გაზიარებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

123 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში