Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რა შემთხვევაში მეთვლება საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად – ხშირად დასმული კითხვები

რა შემთხვევაში მეთვლება საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად – ხშირად დასმული კითხვები
March 20
12:36 2020

მაგისტრანტობის მსურველებს 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციამდე ერთი კვირა რჩება, ისინი რეგისტრაციას 26 მარტის 18 საათამდე შეძლებენ. ამ დრომდე აპლიკანტებს გამოცდასთან დაკავშირებით არაერთი საკითხი აინტერესებთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ხშირად დასმული კითხვები გამოაქვეყნა და მათზე პასუხებიც შემოგვთავაზა:

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

– რეგისტრაციის დროს სისტემა რატომ არ მიჩვენებს ტესტის ტიპებს?

– წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

– რა შემთხვევაში მეთვლება საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად?

– სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე სამში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა. თუმცა, უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია თვითონ დააწესოს ის 3 ნაწილი, რომელშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას ან მოითხოვოს ტესტის ოთხივე ნაწილის წარმატებით დაძლევა და სხვ. დეტალები უნდა გაარკვიოთ უმაღლეს სასწავლებელში.

– საერთო სამაგისტრო გამოცდა ერთ სესიად მიმდინარეობს?

– ტესტირება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში.

143 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში