დისტანციური სამუშაო სტუდენტებისთვის

კატეგორიის გარეშე

HARVENSER აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონტაჟორის პოზიციაზე.

“თუ ხარ ახალგაზრდა, მოტივირებული, კრეატიულად მოაზროვნე და ეძებ მუდმივად განვითარებად სამსახურს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

ჩვენ მოგაწვდით ხმის ჩანაწერს და ტექსტს ინგლისურ ენაზე, თქვენი დავალებაა იპოვოთ ხმის ჩანაწერის შესაბამისი ვიდეო მასალა და დაამონტაჟოთ იგი. პროექტის გაგზავნა და დამონტაჟება მოხდება დისტანციურად (ონლაინ რეჟიმში)”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დენეზე
ვიდეო კოლაჟის მომზადება (ინგლისურ ენაზე)

​საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ვიდეო სამონტაჟო პროგრამების ცოდნა (Premiere Pro, Adobe After Effects)
Adobe Photoshop-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ზოგადი უნარ-ჩვევები:

პოზიტიურობა და ადამიანებთან ურთიერთობა;
კრეატიულობა და ინოვაციურობა;
გუნდურობა;
შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: 800 ლარი

შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ 1-წუთიანი სატესტო აუდიო მასალა და შესაბამისი ტექსტი, სამონტაჟოდ.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო მეილზე: vacancy.harvenser@gmail.com​ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 1-ლი აპრილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები