Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“უღრმესი მადლობა თსსუ-ის იმ 9 სტუდენტს, რომლებიც სანიმუშოდ მოღვაწეობდნენ მიუნხენის უნივერსიტეტის კლინიკებში”

“უღრმესი მადლობა თსსუ-ის იმ 9 სტუდენტს, რომლებიც სანიმუშოდ მოღვაწეობდნენ მიუნხენის უნივერსიტეტის კლინიკებში”
March 23
11:52 2020

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ქირურგი გიორგი გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეამდენიმე სტუდენტს. როგორც ქირურგი ამბობს, “პანდემიის ომში” ეს სტუდენტები სანიმუშოდ მოღვაწეობდნენ მიუნხენის უნივერსიტეტის კლინიკებში.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

გთავაზობთ გიორგი გრიგოლიას მიმართვას:

“ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონები, სოციალური ქსელის საშუალებით მინდა ერთი პატარა განცხადება გავაკეთო, რომელიც, ამ უმძიმეს პერიოდში, როგორც კიდევ ერთი იმედის მომცემი პოზიტივი, ისე იქნება აღქმული ბევრი თქვენგანისგან.

ამ განცხადებით მინდა უღრმესი მადლობა მოვუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) იმ 9 სტუდენტს, რომელნიც, როგორც პროფ. გრიგოლიას სახელობის სტიპენდიანტები და პროგრამის თანამონაწილენი, ბოლო 2 თვის განმავლობაში, სანიმუშოდ მოღვწეობდნენ მიუნხენის უნივერსიტეტის კლინიკებში. ისინი, აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ უდიდეს გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში, რასაც ჰქვია კორონავირუსის პანდემია. ხოლო ის ვინც რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა, კანონმორჩილად არიან 2-კვირიან სავალდებულო კარანტინში.

მინდა აქვე ავღნიშნო, რომ აქტიურად 4 სტუდენტი კვლავ რჩებიან აქ გერმანიაში ადგილზე და აგრძელებენ მათ პროფესიულ მოვალეობას!

ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გულითად მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეთ პროფ. გრიგოლიას სახელობის პროგრამაში და აქ, მიუნხენის უნივერსიტეტის საბაზო კლინიკებში, 2-3 თვიანი პრაქტიკული საქმიანობით, როგორც ზემოთქმული პროგრამის სტიპენდიანტები, ღირსეულად უძღვებოდით თქვენთვის დავალებულ საქმეს!

თქვენი ჩართულობა ამ პროგრამაში იყო, უპირველეს ყოვლისა ჩემთვის, უდიდესი პატივი და დაფასება, მით უმეტეს, ამ ავბედით პერიოდში, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ვდგავართ ფრონტის წინა ხაზზე. თქვენ ყველამ, 9-ვე სტუდენტმა, ჩემის აზრით, ღირსეულად ჩააბარეთ თქვენი საექიმო მოვალეობის, პირველი, უდიდესი გამოცდა!

თქვენ, ჯერ კიდევ ახალგაზრდებს, საექიმო მოღვაწეობის დასაწყისშივე, პირდაპირ პანდემიის ომში მოგიწიათ ჩართვა და თანაც იქ, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ეპიდ-ცენტრია! თქვენ არ შეგეშინდათ ამ უდიდესი გამოწვევის, თქვენ უარი არ გითქვამთ თქვენს პროფესიულ მოვალეობაზე, მით უმეტეს, რომ ათასობით კილომეტრის დაშორებით იყავით თქვენი სამშობლოდან! მეამაყება თქვენი ნაცნობობა, თქვენთან კოლეგიალობა, ის ფაქტი, რომ თქვენი სახით ჰყავს მსოფლიო მედიცინას ღირსეული მომავალი და რომ მე, თქვენს ცხოვრებაში, შევძელი თუნდაც მცირეოდენი სიკეთის გაკეთება!

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს! პატივისცემით, თქვენი გიორგი გრიგოლია.”

98 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში