Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 შემთხვევა, რაც სიმპსონებში ზუსტად იწინასწარმეტყველეს

10 შემთხვევა, რაც სიმპსონებში ზუსტად იწინასწარმეტყველეს
March 24
12:38 2020

იმასთან ერთად, რომ სიმპსონები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციური სიტკომი და ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სატელევიზიო შოუა, ამავდროულად ამ სერიალს ხშირად წინასწარმეტყველების თვისებასაც მიაწერენ.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

ახლა სწორედ იმ ყველაზე ცნობილი ათი შემთხვევის შესახებ გიამბობთ, როცა სიმპსონებში აღწერილი მოვლენა რეალურ ცხოვრებაში მართლაც ახდა:

1. აიფონი და ავტომატური შესწორება – 1994 წელს მეექვსე სეზონის მერვე ეპიზოდში ჩნდება ტელეფონი, სახელწოდებით Apple Newton PDA, რომლის ლოგოც ჰგავს Apple-ის მიერ წარმოებულ აიფონს, რომელიც პირველად ამ ეპიზოდის გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ ჩაეშვა გაყიდვაში.

ამავე ეპიზოდში, როცა პერსონაჟი ცდილობს აკრიფოს ფრაზა Beat up Martin მოწყობილობა მართლწერის ავტომატური შესწორებით წერს Eat up Martha. ავტომატური შესწორება ტელეფონებში 2005 წელს გამოჩნდა პირველად, შესაბამისად ის სიმპსონებში 11 წლით ადრე იწინასწარმეტყველეს.

2. ჭკვიანი საათი – 1995 წელს სიმპსონებში გამოჩნდა ტელეფონისა და საათის ჰიბრიდი. 20 წლის შემდეგ რეალურ ცხოვრებაშიც გამოჩნდა ე.წ. ჭკვიანი საათი Apple Watch.

3. ონლაინ თამაში FarmVille – 1998 წელს სიტკომის მეცხრე სეზონში იყო ერთი ხუმრობა, რომლის მიხედვითაც ბავშვები ბაღის საქმეებს სიმულაციურად ასრულებენ. 11 წლის შემდეგ კი, 2009 წელს გამოჩნდა FarmVille, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული: მოთამაშეს შეეძლო დაერგო და გაეზარდა მცენარეები, შემდეგ კი მოსავალი აეღო.

4. ელექტრონული ხმის მიცემა – 2008 წელს გამოსულ მეოცე სეზონის მეოთხე ეპიზოდში ჩანს მოწყობილობა, რომლითაც პერსონაჟი არჩევნებში ხმას ონლაინ აძლევს. 4 წლის შემდეგ, 2012 წელს მსგავსი პრაქტიკა მართლაც დაინერგა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

5. ლედი გაგა Super Bowl-ზე – 2012 წელს გამოსულ ეპიზოდში Lisa Goes Gaga მომღერალი ლედი გაგა კონცერტის მსვლელობისას ჰაერში კიდია. 2017 წელს Super Bowl-ზე ლედი გაგამ სწორედ მსგავსი სანახაობა შესთავაზა მაყურებლებს.

6. Game of Thrones-ის სპოილერი (თუ ჯერ კიდევ არ გაგიგიათ ამის შესახებ, თავი აარიდეთ ამ პუნქტს) – 2017 წელს სიმპსონების 29-ე სეზონში ჰომეროსი დრაკონით მთელ სოფელს გადაწვავს. ორი წლის შემდეგ კი, HBO-ს საკულტო სერიალ Game of Thrones-ის ბოლო სეზონის მეხუთე ეპიზოდში დეინერისიც იმავე გზით უამრავ უდანაშაულო ადამიანს მოკლავს.

7. დისნეიმ 20th Century Fox იყიდა – ის, რაც 1998 წელს სიმპსონებში გამოჩნდა, 19 წლის შემდეგ მართლაც ახდა: 2017 წელს დისნეიმ 20th Century Fox იყიდა.

8. ვეფხვის თავდასხმა – 1993 წელს სიმპსონების ეპიზოდში $pringfield ორ კომიკოსს, რომელიც წარმოდგენას თეთრ ვეფხვთან ერთად მართავს, ცხოველი თავს ესხმის. 10 წლის შემდეგ, 2003 წელს ორ ცნობილ ილუზიონისტს, ზიგფრიდსა და როის ერთ-ერთი სანახაობისას თეთრი ვეფხვი დაესხათ თავს.

9. წერილი The Beatles-სთვის – 1991 წელს გამოსულ მეორე სეზონის მე-18 ეპიზოდში The Beatles-ის წევრი, რინგო სტარი პასუხს სცემს ფანის იმ წერილს, რომელიც წლების წინ გაუგზავნეს. 22 წლის შემდეგ მსგავსი რამ განმეორდა, ოღონდ პოლ მაკარტნის შემთხვევაში: 2013 წელს მომღერალმა ორ ფანს პასუხი 50 წლის წინ გაგზავნილ წერილზე დაუბრუნა.

10. დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა – სიმპსონების მეთერთმეტე სეზონის მე-17 ეპიზოდში, რომელიც 2000 წელს გამოვიდა ეკრანებზე, 16 წლით ადრე ივარაუდეს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა.

წყარო: on.ge

370 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში