ფილმები, რომლებიც დაგაბნევთ და ბოლომდე “ჩაგითრევთ”

მხიარული ინფო

არსებობს მოსაზრება, რომ ფილმის კინემატოგრაფიული ფასეულობა იზომება იმით, თუ რამდენჯერ შეძლებთ თქვენ მის ნახვას. ალბათ, დამეთანხმებით, რომ არსებობს ფილმები, რომელთა ნახვაც არასდროს გბეზრდებათ. ასევე არსებებს ფილმები, რომელთა სიუჟეტიც ისეთია რომ იძულებული ხარ ბევრჯერ უყურო. ასეთი ფილმების პლუსი ის არის, რომ თავიდან ბოლომდე ჩართული ხარ ფილმში და მიუხედავად ამისა, შემდეგ ჯერზე აღმოაჩენ რომ ბევრი მნიშვნელოვანი რამე გამოტოვე.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

გთავაზობთ ფილმებს, რომლის ყურების შემდეგ აუცილებლად ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ.

შეშლილთა კუნძული (Shutter Island) – გენიალური რეჟისორის მარტინ სკორსეზეს კიდევ ერთი შედევრია. ფილმი ფსიქოლოგიური დრამა/  ტრილერია, რომელიც გაუგებრობების ლაბირინთში გამოგზაურბეთ.

ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება (Eternal Sunshine of the Spotless Mind) – რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას.

დასაწყისი (Inception) – პატარა ფირმის აღმასრულებელი დირექტორი მართავს კანტორას, რომლის თანამშრომლებს შეუძლიათ შეაღწიონ სხვა ადამიანის გონებაში და დაავიწყონ ის ინფორმაცია რომელიც არ უნდა იცოდეს, ან პირიქით დაამახსოვროს ის რაც სინამდვილეში არ მომხდარა…

პიჯაკი (The Jacket) – სამხედრო ვეტერანი მომავალში მიდის, სადაც საკუთარ სიკვდილს განჭვრეტს, მაგრამ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებსაც შეუძლიათ მისი და მისი საყვარელი ადამიანების გადარჩენა.

წინათგრძნობა (Predestination) – სპეციალური აგენტი ბრწყინვალე კარიერის შესაქმნელად მუდმივად წარსულსა და მომავალში იმყოფება. თავის უკანასკნელ მისიაზე ის წარსულიდან თავის თავს დაიხმარს და დაიჭერს დამნაშავეს, რომელიც მუდამ ხელიდან უსხლტებოდა და მასზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო.

ინტერსტელარი (Interstellar) – სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც ახლადაღმოჩენილ შავ ხვრელში ადამიანების მოგზაურობაზე მოგვითხრობს. შავი ხვრელი ფილმის მთავარ გმირებს კოსმოსში უზარმაზარი ნახტომებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.ფილმში მთავარ როლებს მეთიუ მაკონაჰი, ჯესიკა ჩესტეინი, ქეისი აფლეკი, ენ ჰეტუეი და მაიკლ კეინი ასრულებენ.

იაკობის კიბე  (Jacob’s Ladder) – ედრიან ლაინის ფილმი. ფილმის შინაარსი ასეთია: იაკობ სინგერი, რომელიც დაიჭრა ვიეტნამში ბრუნდება სახლში, ნიუ-იორკში. მას არ ასვენებს მოგონებები ვაჟიშვილსა და ომზე. იაკობი ნელნელა კარგავს კონტროლს რეალობაზე. მაგრამ მისი მდგომარეობა ხდება კიდევ უფრო მძიმე, როდესაც ის იგებს რომ მის ფრონტელ მეგობრებს აწუხებთ ასეთივე ჰალუცინაციები.

მისტერ არავინ (Mr. Nobody) – მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჯარედ ლეტო, დიანე კრუგერი და სხვ. ფილმის მთავარი გმირია სახელად მისტერ არავინ, რომლის ისტორიაზეა აგებული ფილმისსიუჟეტი. გარდა ამისა, განხილულია მისი ცხოვრების სხვადასხვა ვარიანტი. ფილმი ხისებრი სტრუქტურისაა. მთავარი გმირის დაბადებასთან ერთად მაყურებელი ხედავს მისი ცხოვრების ყველა შესაძლო ვარიანტს, რომელიც ჩვეულებრივ ქმნის რამდენიმე განტოტებას.

მებრძოლთა კლუბი (Fight Club) – ფილმი გადაღებულია ჩაკ პალანიკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ბრედ პიტი, ედვარდ ნორტონი და ჰელენა ბონემ კარტერი. უძილობით შეპყრობილი მამაკაცი და საპნების გაყიდვების მენეჯერი, მამაკაცურ აგრესიას ახალ, შოკურ თერაპიად გარდაქმნიან. ეს კონცეფცია პოპულარობას იხვეჭს. იატაკქვეშა “მებრძოლთა კლუბები” ყველა ქალაქში ყალიბდება.

იდენტიფიკაცია (Identity) – ძლიერი წვიმის გამო ათი მგზავრი იძულებულია უცნაურ მიტოვებულ სასტუმროს შეაფაროს თავი, სადაც როგორც მოგვიანებით ირკვევა, შემთხვევით არ მოხვედრილან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები