საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური გამსვლელი ქულები და შეფასების სისტემა

საინტერესო ფაქტები

2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

აპლიკანტებს საკმარისი დრო აქვთ იმისთვის, რომ უკეთ გაეცნონ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის სტრუქტურასა და რეგისტრაციის პროცედურებს. აპლიკანტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს ტესტის ნაწილების კომპეტენციის მინიმალური ზღვრებიც, რომლებიც სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა დაძლიონ.

იხილეთ მაქსიმალური ქულები და კომპეტენციის მინიმალური ზღვრები ტესტის ნაწილების მიხედვით:

შეფასების სისტემა

სსგ-ის (საერთო სამაგისტრო გამოცდის) ტესტის სამი ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა,რაოდენობრივი მსჯელობა) თითოეულ დავალებას ახლავს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. თითოეული ეს დავალება ფასდება 1, 0 , ან 0,2 ქულით. სწორი პასუხის გაცემისათვის იწერება 1 ქულა, თუ არცერთი პასუხი არ არის მონიშნული, იწერება 0 ქულა, ხოლო არასწორად გაცემული პასუხისათვის აკლდება 0, 2 ქულა (ანუ, იწერება 0,2 ქულა). რაც შეეხება ტესტის ანალიტიკური წერის ნაწილის ორ დავალებას, თითოეული მათგანი ფასდება მაქსიმუმ 9 ქულით და სწორდება წინასწარ დადგენილი შეფასების სქემის მიხედვით.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია სსგ-ის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას. ამასთან, უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია:

ა) თვითონ დააწესოს ის 3 ნაწილი, რომელშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალურიზღვრის გადალახვას;

ბ) მოითხოვოს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ტესტის ოთხივენაწილში;

გ) დააწესოს კომპეტენციის უფრო მაღალი მინიმალური ზღვარი ტესტის ერთი, რამდენიმე ან ყველა ნაწილისათვის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები