Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სამეცნიერო პროექტების კონკურსი სტუდენტებისთვის

სამეცნიერო პროექტების კონკურსი სტუდენტებისთვის
April 04
10:12 2020

ფონდი “საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები” აცხადებს სამეცნიერო პროექტების მიღებას მეცნიერების ყველა დარგში (საბუნებისმეტყველო, სოციალური, ჰუმანიტარული, გამოყენებითი მეცნიერებანი, ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა) ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ 14-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე/ძირითადი შინაარსი (აბსტრაქტი) ქართულ ენაზე, თავისუფალი ფორმით.

მომდევნო ეტაპზე ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ნაშრომები მოწვეული სამეცნიერო ჟიურის წინაშე.

დასწრებულ ტურში გამარჯვებული პროექტები ნომინირებული იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2020 წელს ჩატარდება ესპანეთში სექტემბრის თვეში.

ევროკონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს აანაზღაურებს ევროკომისია.

პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ, გამოყენებად და ინოვაციურ პროექტებს.

აბსტრაქტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე: eucontest24@gmail.com 2020 წლის 7 აპრილის ჩათვლით.

61 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2020
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930