ტოკიოს უნივერსიტეტში გამოსაშვებ საღამოს სტუდენტების ნაცვლად რობოტები დაესწრნენ

მხიარული ინფო

კორონავირუსის გამო, ტოკიოში სტუდენტებმა დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე მისვლა ვერ მოახერხეს, სწორედ ამიტომ უნივერსიტეტში ალტერნატიულ გზას მიმართეს და ისინი მობილური რობოტებით ჩაანაცვლეს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ღონისძიებას არ დასწრებიან, ისინი აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, დიპლომების გადაცემის პროცესს დისტანციურად ადევნებდნენ თვალყურს.

სტუდენტების თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, თუ დიპლომებს მათ ნაცვლად რობოტებს გადასცემდნენ და ქვეყანაში ამის საჭიროება დადგებოდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები