Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ონლაინ დებატების ტურნირი სტუდენტებისთვის

ონლაინ დებატების ტურნირი სტუდენტებისთვის
April 08
11:05 2020

საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია EDAG და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, დემოკრატიის თაობის ინიციატივის ფარგლებში გთავაზობთ ონლაინ დებატების ტურნირს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

დებატები ჩატარდება ახალი ფორმატით ერთი-ერთზე. თითოეული დებატის ხანგრძლივობა იქნება 55 წუთი.

სულ შეირჩევა 64 მონაწილე, რომელიც გაივლის ონლაინ ტრენინგს და მიიღებს მონაწილეობას დებატების შესარჩევ ტურში.

4 კვირის განმავლობაში ჩატარდება შესარჩევი რაუნდი, რის შემდეგაც ყველა შესარჩევი რაუნდის 2 საუკეთესო მოდებატე გადაინაცვლებს ფინალურ ტურში, სადაც უკვე 8 საუკეთესო მოდებატე დაუპირისპირდება ერთმანეთს და გამოვლინდება ტურნირის გამარჯვებული.

კონკურსის ფარგლებში დაწესებულია პრიზები და სერტიფიკატები.

მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-35 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, 10 აპრილამდე უნდა შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია.

შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელ. ფოსტის საშუალებით.

39 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2020
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930