სწავლა სერბეთში სრული დაფინანსებით, პლუს დასაქმების პროგრამა

გაცვლითი პროგრამები

ეს არის პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამაში და გაიაროთ სასწავლო ტრენინგი სერბეთში.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ კანდიდატები განაწილდებიან შემდეგ ორ პოზიციაზე:

ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი

სამუშაოს აღწერა:

  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
  • კლიენტისთვის საბანკო მომსახურებასთან და პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და პროდუქტების შეთავაზება;
  • საბანკო მომსახურების და პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
    დადგენილი გეგმის შესრულება;
  • ბიზნეს პორტფელის შექმნა, ზრდის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
  • საკრედიტო განაცხადის დამუშავება, რეზიუმეს მომზადება, კომიტეტზე წარდგენა, კომიტეტში მონაწილეობის მიღება ხმის უფლებით;
  • ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

ფიზიკური პირების მრჩეველი

სამუშაოს აღწერა:

  • საბანკო ოპერაციების წარმოება;
  • კომპანიის მომსახურების და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • კლიენტების სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
    დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • ბიზნეს შედეგების ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი;

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე (2 სამთვიანი ბლოკი).
ლოკაცია: პროკრედიტის ტრენინგ ცენტრი ბელგრადში, პროკრედიტის ფილიალები საქართველოში

ბანკი უზრუნველყოფს:

საცხოვრებელს;
ფრენის ხარჯებს;
ყოველთვიურ სტიპენდიას.

პროგრამის სრული კურსი მოიცავს:

  • ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში;
  • მაკროეკონომიკის საფუძვლებს;
  • ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
  • ფინანსური მათემატიკასა და ბუღალტერიას;
  • პროექტების წერისა და მართვის ტექნიკის შესწავლას;
  • ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ეძებენ მათ, ვინც არის:

მიზანდასახული და ენერგიული;
გუნდური;
მობილური: შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობა;
სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია.

და ვისაც აქვს:

უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა/მიმართულება);
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
ინგლისური ენის მაღალი დონე;
პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

“პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამის” მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის გარკვეული თანმიმდევრული ეტაპების გავლას. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ “პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამაში” მონაწილეობა, მიმართეთ ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

კანდიდატთან დაკავშირება მხოლოდ, სრულყოფილად შევსებული განაცხადის შემთხვევაში მოხდება.

“პროკრედიტ ბანკის” დასაქმების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. ასვე იხლეთ:

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროკრედიტ ბანკს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები