კორონავირუსთან ბრძოლაში შესაძლოა სამედიცინოს სტუდენტებიც ჩაერთონ

საინტერესო ფაქტები

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესაძლოა სახელმწიფომ სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელ სტუდენტებს სთხოვოს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ამასთან მინისტრმა საზოგადოებას პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დაუდევრობის გამო სტუდენტებს არ უნდა შეექმნათ რთულ ვითარებაში მუშაობის საჭიროება.

“შესაძლოა დახმარება ვთხოვოთ ჩვენს რეზიდენტებს, ჩვენს მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს. ამაზე ხშირად არის საუბარი იქნებიან თუ არა ისინი მოხალისეები, მაგრამ მე ვეკითხები მათ მშობლებს უნდათ თუ არა რომ მათი შვილები ამ კრიტიკულ ვითარებაში იყვნენ მოხალისეები? რა თქმა უნდა როცა იღებ გადაწყვეტილებას რომ გახდე ექიმი თავიდანვე გაქვს ადამიანის გადარჩენის სურვილი. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ახალგაზრდები ამას გააკეთებენ და გამოხატავენ ამ სურვილს მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლოს საზოგადოებამ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი ფაქტი 26 თებერვალს გამოვლინდა, დღემდე ინფექციის 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან დაღუპულია 3 პირი, ხოლო გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი.

წყარო: pia.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები