ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

“უნისონი” მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

“უნისონი”: ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე“.

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • შეთავაზების მომზადება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება;
  • არსებული მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლების სადაზღვევო ანგარიშების მართვა და კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სადაზღვევო ან საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გააგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ბოლო ვადა: 15 მაისი

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ სს “სადაზღვევო კომპანია უნისონი”, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას “პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები