სტიპენდიები მაგისტრანტებისთვის Paris-Saclay-ს უნივერსიტეტისაგან

გაცვლითი პროგრამები

უნივერსიტეტი Paris-Saclay, რომელიც 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს და სასწავლო პროგრამების, კვლევებისა და ინოვაციების ძირითადი ცენტრია ევროპაში, 2020-2021 აკადემიური წლისათვის სთავაზობს სტიპენდიებს მაღალი აკადემიური მოსწრების საერთაშორისო სტუდენტებს.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი

სასწავლო სტიპენდიები აკადემიური წარმატების მიხედვით გაიცემა. სტიპენდია 1 ან 2 აკადემიური წლის დაფინანსებას მოიცავს იმის მიხედვით, თუ რომელ სასწავლო წელზე ჩაირიცხება კანდიდატი.

ლაურეატები პერსონალიზირებული მხარდაჭერით ისარგებლებენ როგორც გამგზავრებამდე, ისე სწავლის პერიოდის განმავლობაში.

სტუდენტებმა ონლაინ განაცხადი უნდა გააკეთონ უნივერსიტეტ Paris-Saclay-ს რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ყველა მიმართულებაზე, როგორც ინგლისურენოვან, ისე ნაწილობრივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე.

სასტიპენდიო პროგრამაზე შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდება პროგრამის ხელმძღვანელი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 6 მაისი

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები