Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

იდეების კონკურსი COVID-19-ის წინააღმდეგ

იდეების კონკურსი COVID-19-ის წინააღმდეგ
April 23
12:03 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო COVID-19-თან დაკავშირებული ბიზნეს რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე, საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსს აცხადებს.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

იდეების კონკურსში მონაწილეობა ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განაცხადების მიღება 29 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი, გამარჯვებულები კი 1-ლ მაისს გამოვლინდებიან.

გამარჯვებულ იდეას/იდეებს ახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გამარჯვებული იდეის ავტორი/ავტორთა ჯგუფი მიიღებს ფულად პრიზს 10,000 ლარის ოდენობით.

COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე ბიზნეს სექტორის გამართული ფუნქციონირებისათვის კომპანიებმა უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისად ეტაპობრივად უნდა გაიარონ შემოწმება, რათა მუშაობის აღდგენის ნებართვა აიღონ.

იდეების კონკურსის დახმარებით სახელმწიფო შეძლებს ინოვაციური გადაწყვეტილებებით შეძლოს გაამარტივოს ნებართვების გაცემის პროცესი და შეიქმნას შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები.

მონაწილეობა შეუძლიათ

  • ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ, ამ სფეროში გამოცდილების მქონე ნებისმიერ ადამიანს.
  • შესაძლებელია დარეგისტრირდეს როგორც ინდივიდი, ისე ჯგუფები (მაქს. 4 წევრით).

კონკურსის ეტაპები

  • ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება და იდეის ატვირთვა
  • აპლიკანტებიდან ფინალისტების არჩევა
  • გამარჯვებულის გამოვლენა

დეტალებისთვის იხილეთ ბმული

120 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2020
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930