როდის შეიძლება დასრულდეს COVID-19 საქართველოში – სინგაპურელ მკვლევართა პროგნოზი

საინტერესო ფაქტები

სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მონაცემთა მართვის ინოვაციების ლაბორატორიის მეცნიერები ახალი პროგრამის ფარგლებში გამუდმებით აწარმოებენ მსოფლიოში COVID-19-ის განვითარების მონიტორინგს. სხვადასხვა ქვეყნების მონაცემთა საფუძველზე, მათ შექმნეს მოდელი, რომელიც პროგნოზირებს, როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია სწრაფად იცვლება, მოდელის პროგნოზებიც ყოველდღიურად ახლდება.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

მკვლევრები იქვე შენიშნავენ, რომ მათი მოდელი მხოლოდ საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის არის განკუთვნილი და შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს.

სინგაპურელ მკვლევართა პროგნოზით, 27 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში 97%-იანი ალბათობით უნდა დასრულდეს 2020 წლის 30 მაისისთვის, 99%-იანი ალბათობით 16 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი 1-ლი დეკემბრისთვის.

სხვა ქვეყნებთან ერთად, მოდელი მოიცავს პროგნოზებს საქართველოსთვისაც. სინგაპურელ მკვლევართა გათვლებით, 27 აპრილის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 5 ივნისისთვის დასრულდება, 99%-იანი ალბათობით 24 ივნისს, 100-პროცენტიანი ალბათობით კი პანდემია საქართველოში 26 ივლისს უნდა დასრულდეს.

წყარო: 1tv

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები