Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სრული დაფინანსება აშშ-ში სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად

სრული დაფინანსება აშშ-ში სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად
May 02
10:10 2020

გამოცხადდა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა. თუ გსურთ ამერიკაში სრული დაფინანსებით მაგისტრის ხარისხის მიღება, ეს პროგრამა თქვენთვისაა.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • განმცხადებლები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);
  • განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული საბაკალავრო პროგრამა;
  • განმცხადებლები უნდა ფლობდნენ ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე;
  • განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებნენ J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით სწავლის დასრულების შემდეგ;
  • განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება;
  • სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, არ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი;
  • მწვანე ბარათის, აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სხვა გზით სურთ აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

დაინტერესებულმა აპლიკანტება, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს, უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი.

აპლიკაციების მიღება დასრულდება 2020 წლის 1-ლ აგვისტოს.

დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.

274 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში