Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პოსტერების კონკურსი ნებისმიერი მსურველისთვის

პოსტერების კონკურსი ნებისმიერი მსურველისთვის
May 07
10:55 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს გრაფიკული პოსტერების კონკურსს სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, რომელსაც:

  • სურს, თავისი მცირე წვლილი შეიტანოს 2020 წლის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში
  • სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს მჭიდრო ურთიერთკავშირს ბუნებასთან
  • აქვს მინიმალური უნარები, შექმნას საკუთარი ორიგინალური გრაფიკული პოსტერი

კონკურსში მონაწილეობისათვის პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იყოს ავტორის ორიგინალი ნამუშევარი
  • იყოს შესრულებული გრაფიკული დიზაინის ნებისმიერ პროგრამაში
  • ასახავდეს ადამიანების სიცოცხლის დამოკიდებულებას ბუნებაზე (ბიომრავალფეროვნებაზე) ან გარემოს ყველა კომპონენტის ურთიერთკავშირს

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თქვენ მიერ შექმნილი პოსტერები უნდა გამოგვიგზავნოთ არაუგვიანეს 21 მაისისა ელექტრონულად, PDF ფორმატში ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge.

კონკურსანტებისთვის 22 მაისს გაიმართება ვებინარი.

ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით  3 საუკეთესო პოსტერის ავტორი დასაჩუქრდება სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

პრიზების გადაცემა მოხდება საგანგებო სიტუაციის დასრულების შემდეგ.

კონკურსთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია მარიამ ხვედელიძე (ელ.ფოსტა: mariami.khvedelidze@eiec.gov.ge; მობ: 555 566 047).

177 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში