რომანტიკული კომედიები მათთვის, ვისაც რაღაც განსაკუთრებულის ნახვა სურს

მხიარული ინფო

ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, თუმცა არ მხოლოდ უარყოფითი მიმართულებით. რამდენ თქვენგანს გიოცნებიათ სახლში ყოფნასა და დამატებითი დროის ქონაზე? – აი, თქვენი სურვილიც. ეს მდგომარეობა მშვენიერი საშუალებაა იმ ფილმების სანახავად, რომლებიც გინდოდათ რომ გენახათ და რომლებიც თქვენს განწყობებს შეცვლის.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

გთავაზობთ რომანტიულ კომედიებს, იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენ რაღაც განსაკუთრებულის ნახვა გსურთ.

“სიყვარული ვალდებულებების გარეშე” – “Sleeping with Other People” (2015) – ჯეიკი ქალების გულთამპყრობელია. ის ძალიან მარტივად აწონებს თავს ქალებს და შემდეგ ტოვებს მათ. ლეინი კი პირიქით, სტუდენტობიდან ერთ მამაკაცზეა შეყვარებული, თუმცა რაც მეტი დრო გადის ლეინი ხვდება, რომ მომავალს მას ვერ დაუკავშირებს. ლეინის და ჯეიკს წარსულში რომანტიული ისტორია აკავშირებთ, ისტორია, რომელმაც შეიძლება ისინი რადიკალურად შეცვალოს.

“რუბი სპარკსი” – “Ruby Sparks” (2012) – ჯონათან დეიტონმა და ვალერი ფერისმა ზოი კაზანის სცენარი აიღეს და მთავარ გმირს მისი სახელი უწოდეს, ხოლო მამაკაცის მთავარ როლზე კი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი პოლ დანო აიყვანეს. საინტერესო, გულისამაჩუყებელი და მოულოდნელობებით აღსავსე ისტორია გამოვიდა ოცნების, სიყვარულის და თავისუფლების შესახებ.

“კულტურისა და დასვენების პარკი” – “Adventureland” (2008) – უფულობის გამო ჯეიმს ბრენანს საზაფხულო მოგზაურობაზე უარის თქმა და ატრაქციონების პარკში მუშაობა უწევს. სამუშაო მოსაწყენია და ხელფასიც ძალიან დაბალია, თუმცა ყველას ცხოვრებაში დგება ისეთი ზაფხული, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.

“მოიქეცი კაცურად” – “Man Up” (2015) – ნენსიმ პირადი ცხოვრების მოწყობის იმედი დიდი ხნის წინ დაკარგა, მაგრამ შემთხვევით მოხვდა პაემანზე, რომელიც მისთვის ორგანიზებული არ იყო, საინტერესო სცენარი, ლეიქ ბელი და საიმონ პეგი.

“საკმარისია სიტყვები” – “Enough Said” (2013) – მასაჟისტმა ევამ ქალიშვილი კოლეჯში გაუშვა, გაშორდა ქმარს და ახლა არ იცის რა გააკეთოს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცხოვრება არ დამთავრებული – ევა მომხიბვლელ ელბერტს გაიცნობს. კაცი მისი ერთ-ერთი კლიენტის ყოფილი მეუღლე აღმოჩნდება, რომელმაც არ იცის ექს-მეუღლის ნაცნობობის შესახებ და სეანსების დროს მასზე ყოველთვის უარყოფითად საუბრობს. კლასიკური, მაგრამ ჭკვიანური კომედია.

“სელესტა და ჯესი სამუდამოდ” – “Celeste & Jesse Forever” (2012) – ფილმი ახალგაზრდა წყვილიაზეა, რომლებმაც დაქორწინებაც კი ვერ მოასწრეს, ისე დაშორდნენ ერთმანეთს. ისინი ერთად ცხოვრობენ, მეგობრობენ, მაგრამ პაემნებზე სხვებთან ერთად დადიან. ეს ცოცხალი, გულისამაჩუყებელი და სასაცილო ისტორიაა, რომელიც სიყვარულსა და დაშორებას შეეხება, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება.

“დამწყებები” – “Beginners” (2010) – ოლივერს ახსენდება, რომ დედის სიკვდილის შემდეგ მამამ საკუთარ თავში იპოვა ძალები ეთქვა, რომ ყოველთვის გეი იყო და დაქორწინება საზოგადოების ზეწოლის გამო გადაწყვიტა. არასტანდარტული რომანტიული კომედიაა, თუმცა საინტერესო.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები