ვაკანსია სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: შერეული გრაფიკი (დღის ცვლა და ღამის მორიგეობა)

დასაქმების შემთხვევაში:

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
  • ზარების პროგრამული აღრიცხვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამედიცინო მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესობა ენიჭება სამკურნალო ფაკულტეტს);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობა ენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2020 წლის 27 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორი“.

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ცხელი ხაზზე: 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები