Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსის რეგულირება იგეგმება

სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსის რეგულირება იგეგმება
May 13
11:27 2020

სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსის რეგულირება და სტაჟიორის „შრომის კოდექსის“ მოქმედების სფეროში მოქცევა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივად არიან. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით (შემდგომ – „სტაჟიორი“).

კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება.

ამასთან, ცვლილებებით განსაზღვრულია, რომ არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა – ერთ წელიწადს. ცვლილებებით ზუსტდება ისიც, რომ ერთსა და იმავე პირს უფლება აქვს, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

კანონპროექტის გათვალისწინებით, სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.

წყარო: 1tv

78 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში