კონკურსი სტუდენტებისთვის მედია წიგნიერების პროგრამაში ჩასართავად

კონკურსები

დაიწყო კონკურსი “მითების დეტექტორის” ლაბორატორიაში მსმენელების მისაღებად!

“მედიის განვითარების ფონდი” (MDF), “დოიჩე ველე აკადემიის” (DWA) მხარდაჭერით, აგრძელებს მედია წიგნიერების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება და უკვე 104 კურსდამთავრებული ჰყავს.

პროგრამის სლოგანია: დაადგინე სიმართლე შენით!

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ახალგაზრდებს, ვისაც სურთ:

  • მიიღონ ცოდნა მედია-წიგნირებაში,
  • განივითარონ ინფორმაციისა და მედია-შინაარსის კრიტიკული ანალიზის, ასევე ფაქტების გადამოწმების უნარები,
  • გაიარონ სტაჟირება ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალზე www.mythdetector.ge

ვიწვევთ მედია-წიგნიერების პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილების მისაღებად.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3.5 თვეა. covid-19 გლობალური პანდემიის გამო, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, სწავლება გაიმართება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, შაბათობით. საგანაგებო მდგომარეობის გაუქმების და კარანტინის წესების შეცვლის შემთხვევში ტრენინგები გადაინაცვლებს “მედიის განვითარების ფონდის” ოფისში.

პროგრამა:

  • მედიის როლი და ფუნქციები დამოკრატიულ საზოგადოებაში, ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, მფლობელობა და დღის წესრიგის განსაზღვრა;
  • მედიის გამჭვირვალობა და სხვა;
  • ფაქტების გადამოწმება ღია წყაროებით და ინსტრუმენტებით: ყალბი ინფორმაცია, ვიზუალი, პროფილები
  • კიბერუსაფრთხოება
  • მულტიმედია პროდუქტის წარმოება
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია.

პროგრამა ითვალისწინებს სტაჟირებას www.mythdetector.ge-ის ვებ-გვერდზე, რაც კვირის განმავლობაში სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო მულტიმედია მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.

კურსის ბოლოს გათვალისწინებულია ფინალური კონკურსი, რომელიც საუკეთესო მულტიმედია ნაშრომს გამოავლენს, გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები, საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი კი “დოიჩე ველე აკადემიის” ყოველწლიურ გლობალურ მედია ფორუმზე გაემგზავრება.

კურსის ყველა საფეხურის გავლის შემდეგ პროგრამის მონაწილეებს MDF-ისა და DWA-ის სერტიფიკატები გადაეცემათ.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოს 18-დან 28 წლამდე ახალგაზრდა;
  • ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;
  • ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.

დაინტერესებულმა პირებმა 24 მაისამდე უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე.

აპლიკაციების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 558 323030 ან გააგზავნეთ წერილი ელფოსტაზე: info@mdfgeorgia.ge.

კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

აპლიკაციების მიღება 24 მაისს შეწყდება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები