Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რა გვასწავლა კარანტინმა?

რა გვასწავლა კარანტინმა?
May 16
10:10 2020

ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზები “ყველაფერს პოზიტიურად შეხედე”, “ზოგი ჭირი მარგებელია”. პანდემიის პირობებში, მგონი, ამ ფრაზებმა კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მიიღო. მიუხედავად მრავალი შეზღუდვისა, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა და სტრესული სიტუაციისა, ადამიანებმა ბევრი ახალ რამ აღმოაჩინეს საკუთარ თავში, ბევრიც ახლა ისწავლეს.  საინტერესოა რა გვასწავლა კარანტინმა?

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

  • კარანტინმა გვასწავლა, რომ კარანტინსაც შეიძლება ჰქონდეს „ნათელი მხარეები“.
  • მეტნაკლებად რიგში დგომაც ვისწავლეთ.
  • იზოლაციის პირობებში ადამიანებმა თავიდან, განსხვავებულად დაინახეს და აღმოაჩინეს საკუთარი ოჯახის წევრები.
  • ბევრი რამ ისწავლეს შვილებმა მშობლებისგან, და უფრო მეტი მშობლებმა – შვილებისგან.
  • ბევრმა tik-tok-ის არსებობის შესახებ გაიგო, ბევრიც “დახელოვნდა” მის გამოყენებაში.
  • ადამიანებმა კარანტინში აღმოაჩინეს ჩვეულებრივი შესაძლებლობები, რომლებიც აქამდე დაფარული იყო – თმის შეჭრის უნარი, მზარეულობის ნიჭი და ა.შ.
  • კორონავირუსის გარშემო წარმოქმნილ იუმორისტულ სიტუაციებსაც ნუ დაივიწყებთ.
  • გამოთავისუფლებული დროის საჭიროების მიხედვით გადანაწილება ვისწავლეთ – ოჯახის წევრებთან მეტი ურთიერთობა, სასურველი წიგნების წაკითხვა, ახალი ენის შესწავლა და სხვ.
  • ჰაერი გასუფთავება კონკრეტული რეგულაციებით შესაძლებელი ყოფილა.
  • გაჭირვების ჟამს თანადგომა და დახმარება ვისწავლეთ.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი, ადამიანებმა კიდევ უფრო მეტად დააფასეს პროფესიონალი ექიმების როლი და ერთმანეთზე ზრუნვისა და თანადგომის მნიშვნელობა.

თქვენ კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით?

118 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2020
M T W T F S S
« Apr    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031